მოსწავლეებს ხშირად უჩნდებათ კითხვა π რიცხვის მნიშვნელობის შესახებ. რატომღაც ყოველთვის ბუნდოვანია მათთვის π რიცხვის არსი. არის მუდმივა და მეტი არაფერი. ერთხელ მეგობარმა მიმიწვია π რიცხვის დაბადების დღეზე - 14 მარტს - 14.03. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ ჩემი მოსწავლეებისათვის შემექმნა რაიმე სახალისო, რომლითაც ისინი ადვილად დაიმახსოვრებდნენ პი რიცხვის მნიშვნელობას.
,, π რიცხვი მიიწვიეს მსოფლიო მუდმივების ფორუმზე, სადაც გამოდიოდნენ მუდმივობის კორიფეები: გრავიტაციული მუდმივა, პლანკის მუდმივა, ელექტრული მუდმივა, უნივერსალური მუდმივა და სხვ. π -მ გადაწყვიტა ფორუმზე ულამაზესად წარმდგარიყო. რამდენი წელია არ გაზრდილა, სულ 3.14-ია. დროა შევიცვალო იმიჯიო.დაურეკა თავის დიზაინერს, პითაგორას და თხოვა რაიმე ორიგინალური მოეფიქრებინა მისთვის. პითაგორამ დასცინა, რა მოგიფიქრო ,ორი ჯოხი ხარ თავზე კიდევ ჯოხით წაკვეთილიო. ძალიან გაბრაზდა საბრალო π. გადაწყვიტა გაეზარდა საკუთარი მნიშვნელობა. მოიტანა კიბე, მიაყუდა წრეწირს და ყოველი მხრიდან გაზარდა წრეწირის სიგრძე. გახარებულმა სასწრაფოდ ჩამოირბინა კიბიდან და წრეწირის მონაცემები
ჩასვა თავის ფორმულაში 2PR/D. ჰოი საკვირველებავ, პასუხი ისევ 3.14-ია.
ძალიან მოიწყინა π-მ. მოიტანა ნარი, დადო თავის წრეწირში და წამოწვა. გადაწყვიტა არსადაც აღარ წასულიყო. ამ ამბავმა დიდი შეშფოთება გამოიწვია მსოფლიო მუდმივების საზოგადოებაში. განა შეიძლებოდა ფორუმს დიადი π არ დასწრებოდა? პიმაც ბევრი ფიქრის და დარდის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ბავშვებს ძალიან გაუჭირდებოდათ უმისოდ: როგორ გამოთვლიდნენ წირით სიჩქარეს, კუთხურ სიჩქარეს, რხევის პერიოდს და სხვ? იგი დარწმუნდა თავის სიდიადეში და გაემგზავრა ფორუმზე, რითაც ყველა გაახარა.
ბნელი მატერიები. შავი ხვრელები
აქ მინდა გაგაცნოთ ჩემი მოსაზრება შავი ხვრელებისა და ბნელი მატერიების შესახებ.როგორც ცნობილია დიდ აფეთქების შემდეგ ჩვენი სამყარო მზარდი სიჩქარით ფართოვდება და ცივდება...ეს როგორ ხდება, თუ ცივდება, სიჩქარე როგორ იზრდება?საიდან ღებულობს ენერგიას? შავი ხვრელებიდან? კი, მე ასე ვფიქრობ, იმ ბნელი მატერიიდან, რომელიც საგულდაგულოდ და სამუდამოდ დამალულია ჩვენთვის, რათა ჩვენ იგი ვერასოდეს ვნახოთ, მაგრამ იგი აწონასწორებს სამყაროს, იზიდავს თავისკენ და არ აძლევს საშუალებას ,რომ უცებ გაიშალოს და გაფართოვდეს! ან ჩვენ საერთოდ ხომ არ ვიმყოფებით შავ ხვრელში, უფრო ზუსტად მის შუაგულში! ეს ის შავი ხვრელებია, გვირაბებს რომ ეძახიან, სულების გზა. სამყარო ამოუცნობია, გამოცანებითაა სავსე, მაგრამ იგრძნობა, ის აშკარა კანონზომიერება, რითაც ყველაფერი უშუალო კავშირშია ერთმანეთთან!

No comments:
Post a Comment