2018 წლის 15-21 სექტემბერს ვიმყოფებოდი პოლონეთის ქალაქ ვარშავის ,,კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში." ამ სტაჟირებაზე გასამგზავრებლად გავიმარჯვე კონკურსში, რომელიც ჩაატარა ბათუმის მასწავლებელთა სახლმა.შეგვარჩიეს 11 მასწავლებელი საბუნებისმეტყველო საგნებიდან. ჯგუფს ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე.
უნდა ითქვას, რომ დაუვიწყარი ერთი კვირა გვაჩუქა მასწავლებელთა სახლმა: ეს იყო საინტერესო ლექციებითა და ექსპერიმენტებით დატვირთული დღეები. გვქონდა შეხვედრები ფონდთან-,,სკოლა კლასთან", რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს სასკოლო კლუბების ჩამოყალიბებისა და წარმართვის საქმეში.უშუალოდ მივიღე მონაწილეობა ფიზიკის ექსპერიმენტებში, რომელიც ჩავატარე კოპერნიკის ცენტრში. აქვე დავათვალიერე პლანეტარიუმი, რომელიც თანამედროვე უახლესი აპარატურით დაამზადა იაპონიის მხარემ. პლანეტარიუმის შთაბეჭდილებებიდან ჯერ კიდევ არ გამოვსულვარ. დავათვალიერეთ ვარშავის უნივერსიტეტის მწვანეში ჩაფლული უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც სახურავზე მდებარეობს. ვესტუმრეთ ვარშავის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლას, რომელიც იყენებს თანამედროვე მიდგომებს სწავლებისას. დავესწარით ქიმიის გაკვეთილს.
კოპერნიკში ნანახი ძალიან ბევრი ექსპერიმენტი უკვე გავიმეორე ჩემს გაკვეთილებზე, კლუბზე, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია: გავაკეთეთეთ ,,პირველი ფილმი", ,,თამაში იო-იო", ,,როგორ ვაჭამოთ ალფას", გემი ჭიქაში"..ეს და სხვა. ექსპერიმენტები გავიტანე სამეცნიერო პიკნიკზე, რომელიც კერძო სკოლა ,,შპს განათლებაში" ჩავატარე. პიკნიკი კოპერნიკში სტაჟირებას მივუძღვენი, სადაც მოწვეული მყავდა მასწავლებლები და მოსწავლეები აჭარის ყველა კუთხიდან. მოვუყევი ჩემს მეგობრებსა და მოსწავლეებს ამ ცენტრის შესახებ და ვაჩვენე იქაური ექსპერიმენტები., ვასწავლე თუ როგორ შეიძლება მათი ჩატარება სასკოლო პირობებში.
ამ სტაჟირებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მოვიდა დრო--ვასწავლოთ ბავშვებს უშუალო შეხებით, აღმოჩენებით, დასკვნებით, და არა ფორმულების გაზეპირებით. მადლობა ბათუმის მასწავლებელთა სახლს, რომელიც განუწყვეტლივ ზრუნავს ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.













No comments:
Post a Comment