გარედაკვირვება
- მთავარი
- თემატური გეგმები
- საგანმანათლებლო ბმულები
- სტაჟირება CERN-ში
- სტაჟირება პოლონეთში
- გამოკითხვა
- შეფასების სქემები
- შემაჯამებლების ანგარიში
- საგანმანათლებლო გაკვეთილის ნიმუშები
- ფიზიკა - ასტრონომიის კლუბი
- სახელმძღვანელოები
- SWOT ანალიზი
- სსსმ მოსწავლესთან მუშაობა
- სტანდარტული და სამოდელო გაკვეთილები
- კვლევა
- ტესტები ფიზიკაში
- ჩემი მოსაზრებები
- CV
- სურათები
- გარედაკვირვება
Monday, July 8, 2019
Saturday, June 22, 2019
Saturday, June 15, 2019
მოსწავლეებს ხშირად უჩნდებათ კითხვა π რიცხვის მნიშვნელობის შესახებ. რატომღაც ყოველთვის ბუნდოვანია მათთვის π რიცხვის არსი. არის მუდმივა და მეტი არაფერი. ერთხელ მეგობარმა მიმიწვია π რიცხვის დაბადების დღეზე - 14 მარტს - 14.03. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ ჩემი მოსწავლეებისათვის შემექმნა რაიმე სახალისო, რომლითაც ისინი ადვილად დაიმახსოვრებდნენ პი რიცხვის მნიშვნელობას.
,, π რიცხვი მიიწვიეს მსოფლიო მუდმივების ფორუმზე, სადაც გამოდიოდნენ მუდმივობის კორიფეები: გრავიტაციული მუდმივა, პლანკის მუდმივა, ელექტრული მუდმივა, უნივერსალური მუდმივა და სხვ. π -მ გადაწყვიტა ფორუმზე ულამაზესად წარმდგარიყო. რამდენი წელია არ გაზრდილა, სულ 3.14-ია. დროა შევიცვალო იმიჯიო.დაურეკა თავის დიზაინერს, პითაგორას და თხოვა რაიმე ორიგინალური მოეფიქრებინა მისთვის. პითაგორამ დასცინა, რა მოგიფიქრო ,ორი ჯოხი ხარ თავზე კიდევ ჯოხით წაკვეთილიო. ძალიან გაბრაზდა საბრალო π. გადაწყვიტა გაეზარდა საკუთარი მნიშვნელობა. მოიტანა კიბე, მიაყუდა წრეწირს და ყოველი მხრიდან გაზარდა წრეწირის სიგრძე. გახარებულმა სასწრაფოდ ჩამოირბინა კიბიდან და წრეწირის მონაცემები
ჩასვა თავის ფორმულაში 2PR/D. ჰოი საკვირველებავ, პასუხი ისევ 3.14-ია.
ძალიან მოიწყინა π-მ. მოიტანა ნარი, დადო თავის წრეწირში და წამოწვა. გადაწყვიტა არსადაც აღარ წასულიყო. ამ ამბავმა დიდი შეშფოთება გამოიწვია მსოფლიო მუდმივების საზოგადოებაში. განა შეიძლებოდა ფორუმს დიადი π არ დასწრებოდა? პიმაც ბევრი ფიქრის და დარდის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ბავშვებს ძალიან გაუჭირდებოდათ უმისოდ: როგორ გამოთვლიდნენ წირით სიჩქარეს, კუთხურ სიჩქარეს, რხევის პერიოდს და სხვ? იგი დარწმუნდა თავის სიდიადეში და გაემგზავრა ფორუმზე, რითაც ყველა გაახარა.
ბნელი მატერიები. შავი ხვრელები
აქ მინდა გაგაცნოთ ჩემი მოსაზრება შავი ხვრელებისა და ბნელი მატერიების შესახებ.როგორც ცნობილია დიდ აფეთქების შემდეგ ჩვენი სამყარო მზარდი სიჩქარით ფართოვდება და ცივდება...ეს როგორ ხდება, თუ ცივდება, სიჩქარე როგორ იზრდება?საიდან ღებულობს ენერგიას? შავი ხვრელებიდან? კი, მე ასე ვფიქრობ, იმ ბნელი მატერიიდან, რომელიც საგულდაგულოდ და სამუდამოდ დამალულია ჩვენთვის, რათა ჩვენ იგი ვერასოდეს ვნახოთ, მაგრამ იგი აწონასწორებს სამყაროს, იზიდავს თავისკენ და არ აძლევს საშუალებას ,რომ უცებ გაიშალოს და გაფართოვდეს! ან ჩვენ საერთოდ ხომ არ ვიმყოფებით შავ ხვრელში, უფრო ზუსტად მის შუაგულში! ეს ის შავი ხვრელებია, გვირაბებს რომ ეძახიან, სულების გზა. სამყარო ამოუცნობია, გამოცანებითაა სავსე, მაგრამ იგრძნობა, ის აშკარა კანონზომიერება, რითაც ყველაფერი უშუალო კავშირშია ერთმანეთთან!
ბნელი მატერიები. შავი ხვრელები
აქ მინდა გაგაცნოთ ჩემი მოსაზრება შავი ხვრელებისა და ბნელი მატერიების შესახებ.როგორც ცნობილია დიდ აფეთქების შემდეგ ჩვენი სამყარო მზარდი სიჩქარით ფართოვდება და ცივდება...ეს როგორ ხდება, თუ ცივდება, სიჩქარე როგორ იზრდება?საიდან ღებულობს ენერგიას? შავი ხვრელებიდან? კი, მე ასე ვფიქრობ, იმ ბნელი მატერიიდან, რომელიც საგულდაგულოდ და სამუდამოდ დამალულია ჩვენთვის, რათა ჩვენ იგი ვერასოდეს ვნახოთ, მაგრამ იგი აწონასწორებს სამყაროს, იზიდავს თავისკენ და არ აძლევს საშუალებას ,რომ უცებ გაიშალოს და გაფართოვდეს! ან ჩვენ საერთოდ ხომ არ ვიმყოფებით შავ ხვრელში, უფრო ზუსტად მის შუაგულში! ეს ის შავი ხვრელებია, გვირაბებს რომ ეძახიან, სულების გზა. სამყარო ამოუცნობია, გამოცანებითაა სავსე, მაგრამ იგრძნობა, ის აშკარა კანონზომიერება, რითაც ყველაფერი უშუალო კავშირშია ერთმანეთთან!
საგანმანათლებლო ბმულები
საგანმანათლებლო ვებგვერდები თავიანთი განმარტებებით:
https://drive.google.com/file/d/1q9xUOCnSEqrkU0daDDYGS_3Kh9jQ2Abl/view?usp=sharing
- http://festival.1september.ru/articles/414976/
- http://www.bestreferat.ru/referat-31447.htm
- http://www.5ka.ru/88/19743/1.html
- http://www.mrkvant.com.ua/radiation/5/
- http://www.naexamen.ru/otvet/11/fizika/898.shtml
- https://www.khanacademy.org/
- http://hyperphysics.phy-astr.gsu.edu/hbase/nuclear/radact.html
- http://www.radiationaswers.org/radiation-introduction/radiaton-exposure.html
- http://petuhoff.chat.ru/rbmk/02_nucleng.htm
- http://espnet.eu
- http://www.xumuk.ru/encyklopedia/2/5458.html
- https://eqe.ge/ncp.ge/ge/virtualuri-laboratoriebi
- http://www.cultinfo.ru/fulltext/1/001/008/128/057.htm
- http://law.edu.ru/book/book.asp?bookID=105779
- http://urgano.ru/
- http://schools.keldysh.ru/sch119/Project/Mesropyn/02010205.htm
- http://molphys.ustu.ru/Study/Atom/cap1.html
- https://curious.com/
- http://ru.wikipedia/org/wiki/ядернаяенергия
- http://www.world-nuclear.org/education/intro.htm
- http:www.buzzle.com/articles/uses-of-nuclear-energy.html
- http://home.clara.net/darvill/altenerg/nuclear.htm
- http://www/nucleartourist.com/basic/reasons1/htm
- http://www.schoolsplay.org/
- http://www-formal.stanford.edu/jmc/progress/nuclear-faq.html
- http://skoool.emis.ge/main.php
- http://www/ehow.com/about_4588547_what-nuclear-energy-used.html
- http://www/ans.org/pi/ps/docs/ps62.pdf
- http://www.nucleartourist.com/basics/why.htm
- http://lreforschools.eun.org/LRE-Portal/Index.iface
- http://lsa.colorado.edu/summarystreet/texts/nuclear.htm
- http://science.howstuffworks.com/nuclear-power.htm
- http://itec.macam.ac.il
- http://science.howstuffworks.com/fusion-reactor.htm
- edmodo.com
Tuesday, June 11, 2019
საგანმანათლებლო გაკვეთილის ნიმუშები
ბიოლოგია
ისტორია
მუსიკა
რუსული ენა
სპორტი
ქართული ენა და ლიტერატურა
Saturday, June 8, 2019
სტაჟირება პოლონეთში
2018 წლის 15-21 სექტემბერს ვიმყოფებოდი პოლონეთის ქალაქ ვარშავის ,,კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში." ამ სტაჟირებაზე გასამგზავრებლად გავიმარჯვე კონკურსში, რომელიც ჩაატარა ბათუმის მასწავლებელთა სახლმა.შეგვარჩიეს 11 მასწავლებელი საბუნებისმეტყველო საგნებიდან. ჯგუფს ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე.
უნდა ითქვას, რომ დაუვიწყარი ერთი კვირა გვაჩუქა მასწავლებელთა სახლმა: ეს იყო საინტერესო ლექციებითა და ექსპერიმენტებით დატვირთული დღეები. გვქონდა შეხვედრები ფონდთან-,,სკოლა კლასთან", რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს სასკოლო კლუბების ჩამოყალიბებისა და წარმართვის საქმეში.უშუალოდ მივიღე მონაწილეობა ფიზიკის ექსპერიმენტებში, რომელიც ჩავატარე კოპერნიკის ცენტრში. აქვე დავათვალიერე პლანეტარიუმი, რომელიც თანამედროვე უახლესი აპარატურით დაამზადა იაპონიის მხარემ. პლანეტარიუმის შთაბეჭდილებებიდან ჯერ კიდევ არ გამოვსულვარ. დავათვალიერეთ ვარშავის უნივერსიტეტის მწვანეში ჩაფლული უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც სახურავზე მდებარეობს. ვესტუმრეთ ვარშავის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლას, რომელიც იყენებს თანამედროვე მიდგომებს სწავლებისას. დავესწარით ქიმიის გაკვეთილს.
კოპერნიკში ნანახი ძალიან ბევრი ექსპერიმენტი უკვე გავიმეორე ჩემს გაკვეთილებზე, კლუბზე, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია: გავაკეთეთეთ ,,პირველი ფილმი", ,,თამაში იო-იო", ,,როგორ ვაჭამოთ ალფას", გემი ჭიქაში"..ეს და სხვა. ექსპერიმენტები გავიტანე სამეცნიერო პიკნიკზე, რომელიც კერძო სკოლა ,,შპს განათლებაში" ჩავატარე. პიკნიკი კოპერნიკში სტაჟირებას მივუძღვენი, სადაც მოწვეული მყავდა მასწავლებლები და მოსწავლეები აჭარის ყველა კუთხიდან. მოვუყევი ჩემს მეგობრებსა და მოსწავლეებს ამ ცენტრის შესახებ და ვაჩვენე იქაური ექსპერიმენტები., ვასწავლე თუ როგორ შეიძლება მათი ჩატარება სასკოლო პირობებში.
ამ სტაჟირებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მოვიდა დრო--ვასწავლოთ ბავშვებს უშუალო შეხებით, აღმოჩენებით, დასკვნებით, და არა ფორმულების გაზეპირებით. მადლობა ბათუმის მასწავლებელთა სახლს, რომელიც განუწყვეტლივ ზრუნავს ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
Thursday, May 30, 2019
გამოკითხვა
გამოკითხვა ბლოგის შესახებ
მოსწავლეთა გამოკითხვა
მასწავლებელთა გამოკითხვა
https://docs.google.com/forms/d/1pPrKXQyeuqdR0BTfh0xINes8eqE_GiMt3iHHfDGInjI/edit
https://docs.google.com/forms/d/1pPrKXQyeuqdR0BTfh0xINes8eqE_GiMt3iHHfDGInjI/edit
შეფასების სქემები
შეფასების
სქემები
1 აქტივობა: საშინაო
დავალების რუბრიკა.
1-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
დავალება უხარისხოდ აქვთ შესრულებული, უსისტემოდ აქვთ წარმოდგენილი.
|
ცდის ტექსტი ხარვეზებით აქვთ წარმოდგენილი, ცდა არ აქვს ახსნილი,ან დამზადებული
აქვს ელექტროსკოპი, თუმცა უჭირს მოვლენის ახსნა
|
დამზადებული აქვს ელექტროსკოპი ან თოჯინა, შეუძლია ახსნას ცდის პროცესი,
თუმცა უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს.
|
დამზადებული აქვს ელექტროსკოპი ან თოჯინა, შეუძლია რაოდენობრივად აღწეროს
ცდის მსვლელობა და იპოვოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.
|
დანარჩენი აქტივობები:
1-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
|
ჩართულობა |
არ მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად.
|
იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში.
|
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში.
|
აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი სეაქვს ყველა აქტივობაში.
|
თანამშრომლობა |
არ თანამშრომლობს ან თანამშრომლობს ძალიან იშვიათად თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში
მუშაობს დროს.
|
იშვიათად თანამშრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.
|
ხშირად თანამსრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.
|
მუდმივად თანამშრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.
|
შეფასების სქემა ვ.აბუსელიძე
1.ამოცანის
შეფასების სქემა (საშინაო დავალება, საკლასო სამუშაო)
ა)
ამოცანა მათემატიკური აპარატის გამოყენებით
|
ამოცანის პირობის გააზრება
|
შეუძლია ამოცანის პირობის ჩაწერა ფიზიკური სიდიდეების
საშუალებით. ფიზიკურ სიდიდეებს გამოსახავს სათანადო
ერთეულებით.
|
9-10
|
|
შეუძლია ამოცანის
პირობის ჩაწერა ფიზიკური სიდიდეების
საშუალებით. უჭირს მათი გამოსახვა სათანადო ერთეულებით
|
7-8
|
|
|
მასწავლებლის დახმარებით შეუძლია ამოცანის პირობის
ჩაწერა
ფიზიკური სიდიდეების საშუალებით. ასევე დახმარებით
ახერხებს
მათ გამოსახვას სათანადო ერთეულებით
|
5-6
|
|
|
უჭირს ამოცანის პირობის გაგება და პირობის გამოსახვა, არ იცის
ერთეულები
|
3-4
|
|
|
ვერ გებულობს ამოცანის შინაარსს, ვერ ახერხებს ამოცანის
პირობის ფიზიკური სიდიდეების საშუალებით გადმოცემას
|
1-2
|
|
|
შესაბამისი ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ადექვატურად
გამოყენება
|
ხედავს მოცემულ და საძიებელ სიდიდეებს შორის კავშირს,
იცის
შესაბამისი კანონი, შეუძლია მისი ფორმულირება
|
9-10
|
|
ხედავს მოცემულ და საძიებელ სიდიდეებს შორის კავშირს,
უჭირს
შესაბამისი კანონის და ფორმულის გახსენება
|
7-8
|
|
|
მასწავლებლის დახმარებით აკავშირებს მოცემულ და საძიებელ
სიდიდეებს, ასევე დახმარება სჭირდება შესაბამისი კანონის
და
ფორმულის გასახსენებლად
|
5-6
|
|
|
მასწავლებლის დახმარებით აკავშირებს მოცემულ და საძიებელ
სიდიდეებს, არ იცის შესაბამისი კანონი და ფორმულა
|
3-4
|
|
|
ვერ ხედავს კავშირს მოცემულ და საძიებელ სიდიდეებს
შორის,
არ იცის შესაბამისი კანონები და ფორმულები
|
1-2
|
|
|
საჭირო გარდაქმნების და
გამოთვლების ჩატარება
|
კარგად ფლობს მათემატიკურ აპარატს, ატარებს გარდაქმნებს
და
გამოთვლებს
|
9-10
|
|
გარდაქმნებსა და გამოთვლებში ზოგჯერ უშვებს შეცდომას,
თუმცა
შეუძლია მისი აღმოჩენა მითითების შემთხვევაში.
|
7-8
|
|
|
მასწავლებლის დახმარებით ატარებს გარდაქმნებს და გამოთვლებს
|
5-6
|
|
|
არ შეუძლია დამოუკიდებლად გარდაქმნების ჩატარება,
ვერ ატარებს გამოთვლებს
|
3-4
|
|
|
საერთოდ ვერ ახერხებს გარდაქმნების და გამოთვლების
ჩატარებას
|
1-2
|
ბ)
თვისებრივი ამოცანა
|
პასუხი სწორია, დასაბუთებულია არგუმენტირებული მსჯელობით
|
9-10
|
|
პასუხი სწორია, დასაბუთება ბუნდოვანია
|
7-8
|
|
პასუხი სწორია, არ არის დასაბუთებული
|
5-6
|
|
პასუხი ნაწილობრივ სწორია, არ არის დასაბუთებული
|
3-4
|
|
ამოცანაზე გაცემული პასუხი არ არის სწორი, პასუხი
არ არის დასაბუთებული
|
1-2
|
2. ექსპერიმენტის შეფასების სქემა (საკლასო სამუშაო)
|
კვლევის მიზნის
განსაზღვრა,
სავარაუდო
შედეგის შესახებ
ჰიპოთეზის გამოთქმა
|
სწორად აყალიბებს კვლევის მიზანს, გამოთქვამს შესაბამის
მოსაზრებას სავარაუდო შედეგის შესახებ
|
9-10
|
|
აყალიბებს კვლევის მიზანს, სავარაუდო შედეგის შესახებ
გამოთქმული
მოსაზრებები
ნაწილობრივ შეესაბამება კვლევის მიზანს
|
7-8
|
|
|
ნაწილობრივ აყალიბებს კვლევის მიზანს, უჭირს ჰიპოთეზის
გამოთქმა
|
5-6
|
|
|
ნაწილობრივ აყალიბებს კვლევის მიზანს, მის მიერ გამოთქმული
მოსაზრებები
საერთოდ არ შეესაბამება კვლევის მიზანს
|
3-4
|
|
|
ვერ აყალიბებს კვლევის მიზანს, ვერ განსაზღვრავს სავარაუდო
შედეგს
|
1-2
|
|
|
საჭირო
ხელსაწყოების
და მასალების მოძიება, ცდის
მიმდინარეობის ეტაპები
|
შეუძლია სწორად შეარჩიოს ყველა საჭირო ხელსაწყო და
მასალა,
ასაბუთებს
არჩევანს. თანმიმდევრულად და გასაგებად განსაზღვრავს
ცდის მიმდინარეობას
|
9-10
|
|
არჩევს საჭირო ხელსაწყოებს და მასალებს, უჭირს არჩევანის
დასაბუთება
ცდის მიმდინარეობისას
საჭიროებს კორექციებს, ცდის მიმდინარეობა არ
არის თანმიმდევრული
|
7-8
|
|
|
მასწავლებლის დახმარებით არჩევს საჭირო ხელსაწყოებს,
უჭირს ცდის
მიმდინარეობის ეტაპების დადგენა
|
5-6
|
|
|
უჭირს საჭირო ხელსაწყოების და მასალების მოძიება და
ცდის ჩატარების
ეტაპები ქაოსურია
|
3-4
|
|
|
ვერ არჩევს საჭირო ხელსაწყოებს და მასალებს, საერთოდ
ვერ გეგმავს
ცდას
|
1-2
|
|
|
გაზომვებს
ჩატარება,
მონაცემებს ორგანიზება
|
გაზომვებს ატარებს სწორად, იყენებს მონაცემთა წარმოდგენის
მრავაფეროვან მეთოდებს
|
9-10
|
|
ზოგიერთი ანათვალი არასწორადაა აღებული, იყენებს მონაცემთა
წარმოდგენის რამდენიმე მეთოდს, მაგრამ ძნელად გასაგები
ფორმით
|
7-8
|
|
|
ანათვლები
არასწორადაა აღებული, მონაცემებს წარმოადგენს
მხოლოდ ერთი მეთოდით(მაგ, ცხრილი)
|
5-6
|
|
|
გაზომვების ჩატარების ცდომილება დიდია, ანათვლები
ქაოსურადაა წრმოდგენილი
|
3-4
|
|
|
არ შეუძლია ანათვლების აღება, მონაცემებს წარმოადგენს
გაუგებრად
|
1-2
|
|
|
მიღებული
შედეგების ანალიზი
დასკვნის
გამოტანა
|
ადარებს დასკვნას და გამოთქმულ ვარაუდს, განსხვავების
შემთხვევაში
ხსნის მიზეზს.
მსჯელობს ცდის დროს გამოვლენილ მოულოდნელობებზე
აფასებს იძლევა თუ არა გამოტანილი დასკვნები მორიგი
ვარაუდის
გამოთქმის საშუალებას
|
9-10
|
|
ადარებს დასკვნას და გამოთქმულ ვარაუდს, განსხვავების
შემთხვევაში
უჭირს მიზეზის
ახსნა, ცდის დროს გამოვლენილი მოულოდნელობები
აბნევს, მსჯელობის ნაცვლად ცდილობს გამოსწორებას,
|
7-8
|
|
|
მასწავლებლის დახმარებით აკეთებს დასკვნას, ვერ ხსნის
ჰოპოთეზასა
და შედეგს შორის განსხვავებას, უჭირს დასკვნების განზოგადება
|
5-6
|
|
|
გამოტანილი
დასკვნები ნაწილობრივ შეესაბამება მიღებულ შედეგებს,
უჭირს შედეგების გაანალიზება
|
3-4
|
|
|
ვერ აკეთებს ასკვნას, უჭირს შედეგების გაანალიზება
|
1-2
|
|
|
უსაფრთხოების
ნორმების
დაცვა
|
იცავს უსაფრთხოების ნორმებს, სამუშაოა ასრულებს აკურატულად
|
9-10
|
|
ჩქარობს, ხანდახან ავიწყდება უსაფრთხოების ნორმების
დაცვა
|
7-8
|
|
|
საჭიროებს მასწავლებლის შეხსენებას უსაფრთხოების ნორმების
შესახებ
|
5-6
|
|
|
იშვიათად იცავს უსაფრთხოების ნორმებს
|
3-4
|
|
|
არ იცავს უსაფრთხოების ნორმებს
|
1-2
|
3.დისკუსიის შეფასების სქემა (საკლასო სამუშაო)
|
აზრის ჩამოყალიბება,
არგუმენტირებული მსჯელობა
|
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს, მსჯელობს
არგუმენტირებულად
|
9-10
|
|
მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები საჭიროებს განმარტებას,
მისი
არგუმენტები არ არის დამაჯერებელი
|
7-8
|
|
|
გამოთქვამს ბუნდოვან მოსაზრებებს, მოჰყავს სუსტი არგუმენტები
|
5-6
|
|
|
უჭირს აზრის ჩამოყალიბება, ზოგჯერ პოულობს არგუმენტს
მოსაზრებების დასაცავად
|
3-4
|
|
|
ვერ აყალიბებს მოსაზრებებს, ვერ პოულობს არგუმენტებს
მოსაზრებების
დასაცავად
|
1-2
|
|
|
დასკვნების გამოტანა
|
აკეთებს ლოგიკურ დასკვნებს
|
9-10
|
|
მის მიერ გამოტანილი დასკვნები ბუნდოვანია, საჭიროებს
განმარტებას
|
7-8
|
|
|
მასწავლებლის დახმარებით გამოაქვს დასკვნები
|
5-6
|
|
|
უჭირს დასკვნების გამოტანა
|
3-4
|
|
|
ვერ აკეთებს დასკვნებს
|
1-2
|
|
|
არავერბალური კომუნიკაციების გამოყენება
|
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებს(თვალით,
ჟესტი, ინტონაცია,
ხმა)
|
9-10
|
|
ხანდახან იყენებს არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა
ფორმებს
|
7-8
|
|
|
იშვიათად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა
ფორმებს
|
5-6
|
|
|
არასწორად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ზოგიერთ
ფორმას
|
3-4
|
|
|
ვერ აკონტროლებს ჟესტებს, ინტონაციას. საუბრობს ხმამაღლა.
|
1-2
|
|
|
კორექტულობა ოპონენტის
მიმართ
|
მშვიდად უსმენს ოპონენტს, კონსტრუქციულად პასუხობს
საწინააღმდეგო
აზრს
|
9-10
|
|
უსმენს ოპონენტს, ხანდახან ყურადღება ეფანტება, ამიტომ
მისი პასუხები
ზოგჯერ გაუგებარია
|
7-8
|
|
|
ფრაგმენტულად უსმენს ოპონენტს, ხანდახან აწყვეტინებს საუბარს,
უჭირს საწინააღმდეგო აზრის მშვიდად მოსმენა
|
5-6
|
|
|
უჭირს მოსმენა, საწინააღმდეგო მოსაზრება მისთვის მიუღებელია
|
3-4
|
|
|
არ უსმენს ოპონენტს, მიმართავს არაკორექტულად, აწყვეტინებს
საუბარს
|
1-2
|
4.ჯგუფური მუშაობის შეფასების
სქემა (საკლასო სამუშაო)
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა
და თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, უზიარებენ და ათანხმებენ
მოსაზრებებს
|
9-10
|
|
თითქმის ყველა წევრი მუშაობს ცალ-ცალკე
|
7-8
|
|
|
მუშაობს ჯგუფის ნახევარი, ნაწილობრივ თანამშრომლობენ
|
5-6
|
|
|
მუშაობს ჯგუფის მხოლოდ ერთი წევრი
|
3-4
|
|
|
ჯგუფი არ მუშაობს და არ თანამშრომლობს
|
1-2
|
|
|
აზრის ჩამოყალიბება და
მიწოდება
|
სრულყოფილად აყალიბებს აზრს, ფლობს ტერმინებს და ადექვატურად
იყენებს მათ
|
9-10
|
|
სწორად აყალიბებს აზრს, ფლობს და იყენებს ტერმინებს
|
7-8
|
|
|
ნაწილობრივ სწორად აყალიბებს აზრს, ნაწილობრივ ფლობს,
მაგრამ ვერ
იყენებს ტერმინებს
|
5-6
|
|
|
ნაწილობრივ სწორად აყალიბებს აზრს, ვერ ფლობს და
არაადექვატურად იყენებს ტერმინებს
|
3-4
|
|
|
არასწორად აყალიბებს აზრს, ვერ ფლობს და ადექვატურად
ვერ იყენებს ტერმინებს
|
1-2
|
|
|
დასკვნის გამოტანა და
განზოგადება
|
სრულყოფილად განიხილავს მოვლენებს, გამოაქვს დასკვნა
და
ანზოგადებს
|
9-10
|
|
სწორად განიხილავს მოვლენებს, აკეთებს დასკვნებს და
განაზოგადებს
|
7-8
|
|
|
ნაწილობრივ შეუძლია მოვლენის განხილვა, დასკვნის გამოტანა
და
განზოგადება
|
5-6
|
|
|
ნაწილობრივ შეუძლია მოვლენის განხილვა. არ შეუძლია
დასკვნის
გამოტანა და განზოგადება
|
3-4
|
|
|
არ შეუძლია მოვლენის განხილვიდან დასკვნის გამოტანა
და
განზოგადება
|
1-2
|
|
|
შეკითხვებზე პასუხი
|
ჯგუფის პასუხობს
ყველა შეკითხვას სწორად, ასაბუთებს პასუხებს
|
9-10
|
|
ჯგუფი პასუხობს ყველა შეკითხვას და ნაწილობრივ ასაბუთებს
პასუხებს
|
7-8
|
|
|
ჯგუფი ნაწილობრივ პასუხობს შეკითხვებს და უჭირს პასუხების
დასაბუთება
|
5-6
|
|
|
ჯგუფი პასუხობს მხოლოდ რამდენიმე შეკითხვას და ვერ
ასაბუთებს
პასუხებს
|
3-4
|
|
|
ჯგუფი ვერ პასუხობს შეკითხვებს
|
1-2
|
|
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ზედმიწევნით იცავს დროის ლიმიტს
|
9-10
|
|
იცავს დროის ლიმიტს, თუმცა მცირე გადახრებით
|
7-8
|
|
|
ცდილობს მაგრამ ყოველთვის ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
5-6
|
|
|
ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
3-4
|
|
|
არ ცდილობს დროის ლიმიტის დაცვას
|
1-2
|
5.პრეზენტაციის შეფასების სქემა
|
პრობლემის ჩამოყალიბება
მოწოდება
|
სრულყოფილად აყალიბებს პრობლემას და მისი გადაწყვეტის
აუცილებლობას
|
9-10
|
|
სწორად აყალიბებს პრობლემას, ნაწილობრივ ასაბუთებს
მისი
გადაწყვეტის
აუცილებლობას
|
7-8
|
|
|
ნაწილობრივ სწორად აყალიბებს პრობლემას, არასრულყოფილად
ასაბუთებს მისი გადაწყვეტის აუცილებლობას
|
5-6
|
|
|
ნაწილობრივ სწორად აყალიბებს პრობლემას, ვერ ასაბუთებს
მისი
გადაწყვეტის
აუცილებლობას
|
3-4
|
|
|
ვერ აყალიბებს პრობლემას
|
1-2
|
|
|
შესაბამისი ტერმინების ფლობა
და გამოყენება
|
ფლობს და ზუსტად იყენებს ტერმინებს
|
9-10
|
|
ფლობს და ძირითადად სწორად იყენებს ტერმინებს
|
7-8
|
|
|
ფლობს ტერმინებს, ზოგჯერ იყენებს არასწორად
|
5-6
|
|
|
ნაწილობრივ ფლობს ტერმინებს, მაგრამ იყენებს არასწორად
|
3-4
|
|
|
ვერ ფლობს ტერმინებს
|
1-2
|
|
|
მონაცემების ორგანიზება
წარმოდგენა
|
სრულყოფილად იყენებს მონაცემთა წარმოდგენის ყველა
შესაძლო
საშუალებას
|
9-10
|
|
მონაცემთა ორგანიზებას და წარმოდგენას ფრაგმენტულად
ადგენს
სხვადასხვა საშუალებით
|
7-8
|
|
|
მონაცემებს წარმოადგენს მხოლოდ ერთი საშუალებით(მაგ,
ცხრილი)
|
5-6
|
|
|
მონაცემების ორგანიზებას და წარმოდგენას ახდენს მხოლოდ
წინასწარ
მომზადებული ჩანაწერის მიხედვით
|
3-4
|
|
|
ვერ ახდენს მონაცემთა ორგანიზებას და წარმოდგენას
|
1-2
|
|
|
მიღებული შედეგების ანალიზი
|
სრულყოფილად ასაბუთებს მიღებულ შედეგს და ანალიზის
საფუძველზე განაზოგადებს მას
|
9-10
|
|
ასაბუთებს და არასრულად აანალიზებს მიღებულ შედეგს
|
7-8
|
|
|
ნაწილობრივ ასაბუთებს და არასაკმარისად აანალიზებს
მიღებულ
შედეგს
|
5-6
|
|
|
ნაწილობრივ ასაბუთებს, მაგრამ ვერ აანალიზებს მიღებულ
შედეგს
|
3-4
|
|
|
ვერ ასაბუთებს და აანალიზებს მიღებულ შედეგს
|
1-2
|
6.შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების
სქემა
|
მიღებული ცოდნის შეჯამება,
ანალიზი, დასკვნის გამოტანა
|
სრულყოფილად აჯამებს, აანალიზებს, გამოაქვს დასკვნა
|
9-10
|
|
კარგად აჯამებს, აანალიზებს და გამოაქვს დასკვნა
|
7-8
|
|
|
ნაწილობრივ აჯამებს, აანალიზებს და გამოაქვს დასკვნა
|
5-6
|
|
|
ნაწილობრივ აჯამებს, მაგრამ ვერ აანალიზებს და ვერ
გამოაქვს დასკვნა
|
3-4
|
|
|
ვერ აჯამებს მიღებულ ცოდნას, არ შეუძლია ანალიზი და
დასკვნის
გამოტანა
|
1-2
|
|
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ზედმიწევნით იცავს დროის ლიმიტს
|
9-10
|
|
იცავს დროის ლიმიტს, თუმცა მცირე გადახრებით
|
7-8
|
|
|
ცდილობს მაგრამ ყოველთვის ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
5-6
|
|
|
ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
3-4
|
|
|
არ ცდილობს დროის ლიმიტის დაცვას
|
1-2
|
|
|
ნამუშევრის ორგანიზება
|
სრულყოფილად შეუძლია ნამუშევრის ორგანიზება
|
9-10
|
|
ძირითადად შეუძლია ნამუშევრის ორგანიზება
|
7-8
|
|
|
ნაწილობრივ ახერხებს ნამუშევრის ორგანიზებას
|
5-6
|
|
|
ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს ნამუშევრის ორგანიზებას
|
3-4
|
|
|
არ ცდილობს ნამუშევრის ორგანიზებას
|
1-2
|
|
|
|
||
7.დასმული პრობლემის გადაჭრის გზის შეთავაზების შეფასების
სქემა (საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა)
|
პრობლემის მიზნის განსაზღვრა
|
სრულყოფილად განსაზღვრავს პრობლემის მიზანს, საძიებელ
და
ცნობილ ფიზიკურ სიდიდეებს
|
9-10
|
|
სწორად განსაზღვრავს პრობლემის მიზანს, საძიებელ და
ცნობილ ფიზიკურ სიდიდეებს
|
7-8
|
|
|
ნაწილობრივ სწორად განსაზღვრავს პრობლემის მიზანს, საძიებელ და
ცნობილ ფიზიკურ სიდიდეებს
|
5-6
|
|
|
დახმარების გარეშე ვერ განსაზღვრავს პრობლემის მიზანს, საძიებელ
და ცნობილ ფიზიკურ სიდიდეებს
|
3-4
|
|
|
არასწორად
განსაზღვრავს პრობლემის მიზანს, საძიებელ და
ცნობილ ფიზიკურ სიდიდეებს
|
1-2
|
|
|
მონაცემის აღება სურათიდან და
მათი ჩაწერა
|
სრულყოფილად იღებს მონაცემებს და ახდენს ჩაწერას
|
9-10
|
|
სწორად იღებს მონაცემებს და ახდენს ჩაწერას
|
7-8
|
|
|
ნაწილობრივ სწორად იღებს მონაცემებს და ახდენს ჩაწერას
|
5-6
|
|
|
ნაწილობრივ სწორად იღებს მონაცემებს, მაგრამ ვერ ახდენს
ჩაწერას
|
3-4
|
|
|
არასწორად იღებს მონაცემებს და ვერ ახდენს ჩაწერას
|
1-2
|
|
|
ყურადრების მობილიზება
|
მაქსიმალურად კონცენტრირებულია დავალების შესრულებაზე
|
9-10
|
|
ძირითადად ყურადღებით ეცნობა და ასრულებს დავალებას
|
7-8
|
|
|
შეუმჩნეველი რჩება სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის
ზოგიერთი დეტალი
|
5-6
|
|
|
შეუმჩნეველი რჩება სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის
თითქმის ყველა დეტალი
|
3-4
|
|
|
ვერ ახდენს ყურადღების მობილიზებას
|
1-2
|
Subscribe to:
Comments (Atom)






















