Sunday, July 8, 2018

სტანდარტული და სამოდელო გაკვეთილები

სამოდელო გაკვეთილი ფიზიკაში:
https://venesblogi.blogspot.com/2019/04/blog-post.html

ინოვაციური გაკვეთილის - "შებრუნებული საკლასო ოთახი" პრეზენტაცია:
https://venesblogi.blogspot.com/2019/04/blog-post_27.html

კვლევაზე დაფუძნებული გაკვეთილი:
https://venesblogi.blogspot.com/2018/01/blog-post.html

ტესტები ფიზკაში

XII კლასის ტესტი ფიზიკაში:
https://venesblogi.blogspot.com/2019/04/xii-1.html

X კლასის ტესტი ფიზიკაში:
https://venesblogi.blogspot.com/2019/04/x-1-4-4-2-3-4-2-2-5-09-3.html

IX და X კლასების ტესტები ფიზიკაში:
https://venesblogi.blogspot.com/2019/04/jpg.html

VIII კლასის ტესტი ფიზიკაში:
https://venesblogi.blogspot.com/2019/04/viii-1-2-1-10-50-50-100-3-10-10-5-15-4.html

Friday, June 22, 2018

SWOT ანალიზი


ქ. ბათუმის 18-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლის,
 ვენერა აბუსელიძის
SWOT ანალიზი
                                                                              ივნისი, 2018 წელი


ძლიერი მხარეები - Strengths

სუსტი მხარეები - Weaknesses

  • მოსწავლეებისათვის გაკვეთილზე ვქმნიდი კეთილგანწყობილ და უსაფრთხო გარემოს;

*  ჩართული ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ;

*ერთკვირიანი სტაჟირება გავიარე ფიზიკოსთა ,,მექაში“, ქ. ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში:

*აქტიური,  მოტივირებული, კონკურენტუნარიანი მოსწავლეების მიღწევები  საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი აქტიურობის სფეროში, კერძოდ 11-ე კლასის მოსწავლემ, ნინო შარაძემ მოსწავლეთა ეროვნულ კონფერენციაზე, ასტრონომიის სექციაში,  მეორე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა;

*სკოლაში შექმნილი მაქვს ფიზიკა-ასტრონომიის კლუბი-,,ბოლიდი“, რომელსაც აქვს საკუთარი ფეისბუქგვერდი და ფორუმი.აქ ჩემი მოსწავლეები აქტიურად დებენ მათ მიერ მოძიებულ თემატურ ვიდეოებსა და საკუთარი ზალებიტ დამზადებულ რესურსების ფოტოებს, რომელთაც შემდგომში გაკვეთილებზე ვიყენებთ ექსპერიმენტების ჩატარებისას.

*გახლდით აჭარის პედაგოგთა მეოთხე რეგიონული კონფერენციის დელეგატი- მომხსენებელი, სადაც კოლეგებს გავუზიარე ჩემი გამოცდილება ფიზიკის სწავლების მეთოდიკაში.

*სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება საატესტატო გამოცდებზე ფიზიკაში.

*ტექნიკურად აღჭურვილი ფიზიკის კაბინეტი
*ხშირად ვატარებ ჯგუფურ მუშაობას, რამეთუ ეს ხერხი ხელს უწყობს ინტერაქტიული სწავლების მეთოდების განხორციელებას გაკვეთილზე.
* მოსწავლეებს ვამზადებინებ ხელსაწყოებს, სახლში ვაძლევ საშინაო ცდებს, რომლის ჩატარების შემდეგ წარმოადგენენ საშინაო ცდის ოქმებს.
* მოსწავლეებს ვაფასებ შეფასების რუბრიკებით, რომლებიც მათთვის წინასწარ არის ცნობილი, გამოკრულია თვალსაჩინო ადგილზე და მისი ნახვა შეუძლია ყველას, მათ შორის მშობლებს.
*ვერ ვახერხებდი მოსწავლეთა დიდი რაოდენობის გამო ყველასთან მუდმივ კომუნიკაციას;

*მშობელთა დაბალი ჩართულობა კლასთან მუშაობაში

*მოსწავლებელთა გარკვეული ნაწილის დაბალი მოტივაცია ფიზიკისადმი;





*საინფორმაციო ტექნოლოგიების არასრულყოფილი გამოყენება ნებისმიერ გაკვეთილზე;






*მოსწავლეების გარკვეული ნაწილის სპეციფიკური დამოკიდებულება კლასგარეშე ღონისძიებებში ჩართულობაზე;











*ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკის, როგორც არჩევითი საგნის სიმცირე.





*ვერ ვახერხებდი ყველა მოსწავლის მაქსიმალურ ჩართულობას ჯგუფური მუშაობისას.

შესაძლებლობები - Opportunities
საფრთხეები, რისკები - Threats



*კლუბური და წრეობრივი მუშაობის გაფართოება  მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით;

*საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტრებისა და საგრანტო პროგრამებში ეფექტური ჩართვა;

*საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობათა გაფართოება;

* სკოლაში ბუნებისმეტყველ  მასწავლებელთა  ტრენინგების ორგანიზება, მათ შორის შიდა რესურსების გამოყენებით;

*პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება სხვა სკოლის პედაგოგებთან.

* ჩემს გაკვეთილებზე დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება;









*სამიზნე ჯგუფების დაბალი მოტივაცია

P.S.
სამომავლო ხედვების, გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების უკეთ შემუშავებისათვის ჩემი SWOT ანალიზი საშუალებას მაძლევს  უკეთ გავერკვე, თუ რას წარმოვადგენ ახლა, როგორი მინდა ვიყო მომავალში, რისი გაუმჯობესება დამჭირდება დასახული მიზნების მისაღწევად.
აქცენტს გავაკეთებ  ძლიერ მხარეებზე, მოვახდენ  სუსტი მხარეების დაყვანას მინიმუმამდე, წარმოვაჩენ ახალ  შესაძლებლობებს.

Saturday, February 10, 2018

სტაჟირება CERN-ში

მე მოვხვდი მსოფლიოს ფიზიკოსთა მექაში, ეს მართლაც საოცრება იყო...მიწის ქვეშ 100მ სიღრმეზე, მოთავსებულია დიდი ადრონული კოლაიდერი, რომლის წრიული სიგრძე 27 კილომეტრია.აქ ნაწილაკების შეჯახებით ღებულობენ მატერიას, წარმოიქმნება ჰიგსის ნაწილაკი-- გაიმეორეს დიდი აფეთქების თეორია და დაამტკიცეს სამყაროს სტანდარტული მოდელი, გამოთვალეს სამყაროს ასაკი--14 მილიარდი წლისანი ვართ! ცერნში შეიქმნა სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდი--ადრონული ნაწილაკებით დასხივება, რომლებიც მხოლოდ სიმსივნეს ანადგურებს, ჯანმრთელი უჯრედები კი უვნებელი რჩება, რაც აქამდე შეუძლებელი იყო! ეხლა ცერნი მუშაობს პარალელური სამყაროების აღოჩენაზე, ბნელი მატერიის, იგივე ანტინივთიერების აღმოჩენაზე...მათ უნდა განსაზღვრონ ჩვენი სამყაროს მომავალი!!! ამისათვის მსოფლიოს 22 ქვეყნის ინტელექტუალური და ფინანსური რესურსია ჩართული.   ცერნში მუშაობს 35-მდე ქართველი მეცნიერი. მათ შორის მე გავიცანი ბატონები ირაკლი მინაშვილი, ალექსი მესტვირიშვილი, ვატო ქართველიშვილი, გივი სეხნიაიძე. მათ ჩვენ ქართული სითბო გვაჩვენეს, უზრუნველყვეს ჩვენი ლექციების ქართულად მიმდინარეობა, ორგანიზება გაუკეთეს ჩვენს მიერ ცერნის დათვალიერებას, შვეიცარიისა და საფრანგეთის მონახულებას. დაგვახვედრეს პროგრამა, რომლითაც შევძელით მთლიანად დაგვეთვალიერებინა ჟენევა, მთელი თავისი ღირსშესანიშნაობებით!  სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატავად. ქვემოთ გთავაზობთ ჩემი CERN-ში მოგზაურობის ამსახველ ვიდეორგოლს:

ვიდეო: https://venesblogi.blogspot.com/2018/03/cern.html

Saturday, January 20, 2018

ბნელი მატერიები..შავი ხვრელები..

აქ მინდა გაგაცნოთ ჩემი მოსაზრება შავი ხვრელებისა და ბნელი მატერიების შესახებ.როგორც ცნობილია დიდ აფეთქების შემდეგ ჩვენი სამყარო მზარდი სიჩქარით ფართოვდება და ცივდება...ეს როგორ ხდება, თუ ცივდება, სიჩქარე როგორ იზრდება?საიდან ღებულობს ენერგიას? შავი ხვრელებიდან? კი, მე ასე ვფიქრობ, იმ ბნელი მატერიიდან, რომელიც საგულდაგულოდ და სამუდამოდ დამალულია ჩვენთვის, რათა ჩვენ იგი ვერასოდეს ვნახოთ, მაგრამ იგი აწონასწორებს სამყაროს, იზიდავს თავისკენ და არ აძლევს საშუალებას ,რომ უცებ გაიშალოს და გაფართოვდეს!  ან ჩვენ საერთოდ  ხომ არ ვიმყოფებით შავ ხვრელში, უფრო ზუსტად  მის შუაგულში! ეს ის შავი ხვრელებია, გვირაბებს რომ ეძახიან, სულების გზა.  სამყარო ამოუცნობია, გამოცანებითაა სავსე, მაგრამ იგრძნობა, ის აშკარა კანონზომიერება, რითაც ყველაფერი უშუალო კავშირშია ერთმანეთთან!

გაკვეთილის პრეზენტაცია