Thursday, April 11, 2019

კვლევაზე ორიენტირებული გაკვეთილი ,,შებრუნებული საკლასო ოთახი“

მასწავლებელი: ვენერა აბუსელიძე

საგანი:  ფიზიკა
კლასი:  IX
თემა:.     პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ურთიერთგარდაქმნა. მექანიკური ენერგიის მუდმივობის კანონი                               
დრო: 45წუთი
მოსწავლეთა პროფილი: 
20 ბავშვი. სსსმ ბავშვი არ გვყავს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:  ფიზ. IX. 5.   .მოსწავლეს შეუძლია მექანიკური მუშაობისა და ენერგიის შესახებ მსჯელობა.
აკავშირებს ენერგიის ცვლილებას შესრულებულ მუშაობასთან.
მარტივი ცდებით აკვირდება პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ერთიდან მეორეში გადასვლას, გამოიტანს შესაბამის დასკვნებს და რაოდენობრივად გამოსახავს პროცესს.
გაზომვის შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით.
ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს  სტანდარტული და არასტანდარტული ამოცანების ამოსახსნელად.
გაკვეთილის მიზანი: ·  სიმძიმის ძალის მოქმედებით ვარდნილი სხეულის მოძრაობაზე  დაკვირვებისას, მოსწავლემ თანმიმდევრულად აღწეროს პოტენციური ენერგიის კინეტიკურ ენერგიაში გადასვლა და პირიქით. დამოუკიდებლად ჩაატაროს ექსპერიმენტები და შეძლოს მონაცემთა დამუშავება და წარდგენა.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: 
კინეტიკური ენერგიის ცნება.
პოტენციური ენერგიის ცნება.
ენერგიების გამოსათვლელი ფორმულების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
სხეულთა ვარდნის დროს სიჩქარის ცვლილება.
მუშაობა.
ჩაკეტილი სისტემა.
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახაზავი, წამზომი,ფლიპჩარტები, ფლომასტერები, შპატელის ჩხირები. კომპიუტერი,პროექტორი.ფერადი და წებოვანი ქაღალდები, ბურთულა, დინამომეტრი, სასწორი.
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
 აქტივობა N1.                                 
 საშინაო დავალება , საშინაო  ცდის ანალიზი.
 10წუთი; მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა წარმოადგინონ სხავადასხვა დისტანციაზე სირბილისას, მათი  საშუალო კინეტიკური ენერგიის გაანგარიშებისათვის ჩატარებული გამოთვლები.
  მათ  მიერ დამზადებულ ,,მაქსველის ქანქარასმოძრაობაზე დაკვირვებით , აღწერონ კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ურთიერთგარდაქმნის პროცესი.
აქტივობის აღწერა:
ვაკითხებ საშინაო ცდის ოქმს, სადაც  გვაცნობენ  სახლში, ,,დახურულ სივრცეში  ჩატარებული კვლევის შედეგებს, სწორად გამოიყენეს თუ არა ფორმულები კინეტიკური ენერგიის გამოსათვლელად.
ვათვალიერებ მოსწავლეების მიერ შექმნილ, ექსპერიმენტების ჩატარებისათვის საჭირო რესურსს- მაქსველის ქანქარას.  უკვე საკლასო ,,ღია სივრცეში  ერთად ვადგენთ,რომ  სხეულის ვერტიკალურად მოძრაობისას ხდება კინეტიკური  და პოტენციური ენერგიების ურთიერთგარდაქმნა.  დაფაზე აკრავენ მათ მიერ შექმნილ თემატურ  ნახაზებს  და აკეთებენ პრეზენტაციას.
რესურსი:  ,,მაქსველის ქანქარა
შეფასება განმავითარებელი-განმსაზღვრელი.
აქტივობა N2:  ენერგიების ურთიერთგარდაქმნის რაოდენობრივი აღწერა, ექსპერიმენტები.
20 წუთი; 
აქტივობის მიზანი:  ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოსწავლემ შეძლოს ვარდნილი სხეულის კინეტიკური და პოტენციური ენერგიების მნიშვნელობათა გაანგარიშება და  შედარება.
რესურსი:  ბურთულა,  სახაზავი,  წამზომი.
·         აქტივობის აღწერა: თითეული ჯგუფი ადგენს სამუშაო ფორმულას-კინეტიკური ენერგიის  გამოსათვლელად პოულობენ სიჩქარის მნიშვნელობას: ზოგი  ჯგუფი იყენებს დროს სიჩქარის გამოსათვლელად, როცა მანძილი წინასწარ არის ცნობილი-H=V+V0/2*t,ხოლო საბოლოო სიჩქარე ნულის ტოლია. ზოგი დროის გარეშე გამოიანგარიშებს სიჩქარეს-H=v2-v02/2g ფორმულის გამოყენებით, აქაც ითვალისწინებენ, რომ საბოლოო სიჩქარე ნულის ტოლია. გამოთვლიან ნულოვანი დონიდან  h სიმაღლეზე ატანილი სხეულის პოტენციური ენერგიის მნიშვნელობას  ვარდნის დაწყებისას და შეადარებენ სხეულის ასროლისას გამოთვლილ კინეტიკური ენერგიის მნიშვნელობასთან. კინეტიკური და პოტენციური ენერგიების მნიშვნელობები უნდა დაემთხვეს ერთმანეთს (უმნიშვნელო განსხვავების მიზეზს ჩემს მინილექციაში ავუხსნი).   აფორმებენ  ცდის ოქმებს და აკეთებენ პრეზენტაციებს ჩატარებული კვლევის შესახებ..
შეფასება-განმავითარებელი
აქტივობა N3 :
მასწავლებლის მინი  ლექცია
 5 წუთი; მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი:  
მოსწავლემ გააცნობიეროს ენერგიების ურთიერთგარდაქმნა, ჩაკეტილ სისტემაში ენერგიის მუდმივობის კანონის არსი. შეძლოს  გაკვეთილზე  მიღებული ცოდნის  შეფასება და შედარება სახლში მიღებულ ცოდნასთან.
აქტივობის აღწერა:
 მოსწავლეებს შევახსენებ ჩაკეტილი სისტემის ცნებას და მივანიშნებ, რომ ენერგიის მუდმივობის კანონიც ჩაკეტილი სისტემებისათვის სრულდება, იქ, სადაც მხოლოდ მსოფლიო მიზიდულობისა და დრეკადობის ძალები მოქმედებენ. დაფაზე ვწერ ენერგიის მუდმივობის კანონს მსოფლიო მიზიდულობის ძალებისათვის, დრეკადობის ძალებით გამოწვეულ მოძრაობებზე, შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრებ. პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს ვაჩვენებ PHET-ის  სიმულაციებს ,,ენერგიების ურთიერთგარდაქმნა სკეიტების პარკში“, ასევე თითეულ ჯგუფს მაგიდაზე უდევს ნოუთბუქი, რომლის საშუალებითაც  მოსწავლეები თავად  ატარებენ  ვირტუალურ ცდებს . მოცემულ სიმულაციებში კარგად ჩანს პოტენციური ენერგიის შემცირება კინეტიკური ენერგიის გაზრდისას და პირიქით, ეკრანზე ჩნდება დიაგრამა, სადაც ფიქსირდება ენერგიების გაზრდა და შემცირება.
 აქტივობა N4 : მიღებული ცოდნის შეჯამება   4 წთ
 აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილზე ნასწავლი მასალის სინთეზი კითხვა- პასუხის მეთოდით
აქტივობის აღწერა.
ვუსვამ კითხვებს:
 1.რაში მდგომარეობს მექანიკური ენერგიის მუდმივობის კანონი?
2. როგორ იცვლება ვარდნილი სხეულის პოტენციური ენერგია?
3. როგორ იცვლება ვარდნილი სხეულის კინეტიკური ენერგია?
4. როგორ შეაფასებთ, რატომაა აუცილებელი, ამ კანონის შესრულებისათვის ჩაკეტილი სისტემის არსებობა
5.როგორ იცვლება სხეულთა კინეტიკური და პოტენციური ენერგიები ქვევიდან ზევით მოძრაობისას?
 მოსწავლეებს ვაძლევ საშუალებას, ერთმანეთს დაუსვან კითხვები და პასუხების მიხედვით შეაფასონ ერთმანეთი.


შეფასება და თვითშეფასება: 4წთ
განმავითარებელი
და განმსაზღვრელი  (შეფასების რუბრიკები თან ერთვის).
მასწავლებლის თვითშეფასება:   ვიყენებ-სტრატეგიას,,ჩემოდანი, ნაგვის ყუთი და ხორცის საკეპი მანქანა. დაფაზე ვაკრავ ფლიპჩარტს, სადაც დახატულია ჩემოდანი, ნაგვის ყუთი და ხორცის მანქანა.
მოსწავლეებს ვურიგებ მწვანე წითელ და ლურჯ წებოვან ქარალდებს, ვთხოვ შეავსონ  ისინი: მწვანე ქაღალდზე დაწერონ რაც კარგად შეისწავლეს და რომელიც მას თან მიაქვს, რომლის გამოყენებასაც შემდგომში აპირებს, ¬მიაწებონ ჩემოდანს. რაც მისი აზრით უსარგებლოა და ზედმეტი იყო მათთვის, წითელ ქაღალდზე დაწერონ და ნაგვის ყუთს მიაწებონ, ხოლო რაც ბუნდოვანი და გასარკვევი დარჩა, დაწერონ და ხორცის მანქანას მიაწებონ(თავიდან გადასამუშავებლად). შეუძლიათ ეს მათ გააკეთონ ანონიმურად.


აქტივობა: N5
  საშინაო დავალება:   2  წუთი.
პარაგრაფი-4.8 გვ.103. დავალება გვ.111(1 და2 ამოცანები) . რეკომენდაციები საშინაო დავალების ამოცანების ირგვლივ.
                                                 




 
მოსწავლეთა შეფასება
3 წთ.

მიმდინარე   განმავითარებელი / მიმდინარე განმსაზღვრელი/
შეფასება და თვითშეფასება:
(როგორ გაზომავს მასწავლებელი, გავიდა თუ არა შედეგზე? შეფასების რომელ ტიპსა და მე
შეფასების სქემები
1 აქტივობა:
       1-4 ქულა
       5-6 ქულა
         7-8 ქულა
        9-10 ქულა
დავალება უხარისხოდ აქვთ შესრულებული, უსისტემოდ აქვთ წარმოდგენილი.
ექსპერიმენტის ტექსტი ხარვეზებით აქვთ წარმოდგენილი, ცდა არ აქვს ახსნილი.
ექსპერიმენტის ჩატარების თანმიმდევრობა
უწერიათ, აქვთ ცდის ახსნის მცდელობა.
უწერიათ ექსპერიმენტის ჩატარების თანმიმდევრობა და ახსნილი აქვთ ცდა.

                                                      დანარჩენი აქტივობები:

 
    1-4 ქულა
     5-6 ქულა
    7-8 ქულა
   9-10 ქულა

ჩართულობა
არ მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად.
იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში.
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში.
აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა აქტივობაში.


თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს ან თანამშრომლობს ძალიან იშვიათად თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობს დროს.
იშვიათად თანამშრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.
ხშირად თანამსრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.
მუდმივად თანამშრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.



                                           




              


    
            

                                                    
                                                         



No comments:

Post a Comment