Sunday, December 10, 2017

კვლევაზე დაფუძვნებული, ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილის გეგმა.

მასწავლებელი:  ვენერა აბუსელიძე
საგანი:  ფიზიკა
კლასი:   VIII
თემა: გავლენით დაელექტროება.
ელ. ველის ძალწირები.
დრო: 45წუთი
მოსწავლეთა პროფილი: 
20 ბავშვი. სსსმ ბავშვი არ გვყავს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ფიზ.
VIII. 7.    მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა. ატარებს ცდებს დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების შესასწავლად. აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს.
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლე ექსპერიმენტის გამოყენებით რაოდენობრივად იკვლევს დამუხტულ სხეულთა ურთიერთქმედებას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები. მანიპულატივების გამოყენებით მოსწავლემ  შეძლოს სივრცეში ელექტრული ველის გრაფიკული გამოსახვა.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
1.ორგვარი მუხტი. მუხტის თვისებები:
2. ელექტრული ველის ცნება:
3. ელექტროსკოპი და ელექტრომეტრი.
4. მხების ცნება მათემატიკიდან
5.ვექტორის ცნება მათემატიკიდან.
.სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძღვანელო, ელექტროსკოპი, ფლიპჩარტები,ქაღალდის ფურცლები და მარკერები, ფერადი ქაღალდები,  მაკრატელი, ძაფზე დაკიდებული ფოლგის ფირფიტა,პოლიეთილენის ბოთლი, შალის ქსოვილი, კომპიუტერი, პროექტორი,
Phet.kolorado-ვირტუალური ლაბორატორია.

აქტივობა № 1  საშინაო დავალების წარდგენა; (10 წთ); მოსწავლეთა გამოკითხვა ხდება „გამოსაძახებელი ჩხირებით“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა  შეძლონ თვითნაკეთი ელექტროსკოპისა და ,,მშიშარა,, თოჯინას საშუალებით, თანმიმდევრულად აღწერონ დამუხტული სხეულის მიახლოებისას ელექტროსკოპის ფურცლების გაშლის მექანიზმი.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვაკითხებ საშინაო დავალებას, სადაც გვაცნობენ საშინაო ცდით ჩატარებული კვლევის შედეგებს:- დამუხტული პოლიეთილენის ბოთლის მიახლოება ელექტროსკოპთან; ვნახულობთ ზოგიერთი მოსწავლის მიერ დამზადებულ ელექტროსკოპს.   დამუხტული ბუშტის მიახლოებისას თოჯინას თმების დაელექტროება(თმები ყალყზე დაუდგა), თუნუქის ქილის მოძრაობა დამუხტული სხეულის მიახლოებისას. ვუსვამ კითხვებს,რათა შეძლონ მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებიდან  სწორი დასკვნების გამოტანა.
. როგორ ხდება სხეულთა დამუხტვა?
.ჰქონდა თუ არა მუხტი ელექტროსკოპს თავიდან?
. როგორ ხდება დამუხტვა შეხებით და შეხების გარეშე?
შეფასება განმავითარებელ-განმსაზღვრელი.

აქტივობა
№ 2 : მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალაზე დაკვირვება;  (7 წთ);  წყვილები.
აქტივობის მიზანი: ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით და ექსპერიმენტზე დაკვირვებით  მოსწავლეები განიხილავენ და აღწერენ დამუხტულ სხეულთა შორის ურთიერთქმედების ძალის დამოკიდებულებას მათ შორის მანძილზე.
აქტივობის აღწერა: კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით, შევდივარ ვირტუალურ ლაბორატორიაში
Phet.colorado-ში და ვაჩვენებ სიმულაციას-ველში მოთავსებულ სხეულზე მოქმედი ძალის დამოკიდებულებას მანძილზე . მოსწავლეები ქმნიან მოდელს ,,დამუხტული,, ბურთულასა და კილიტას ფურცლის გამოყენებით და თითოეული ჯგუფი ფლიპჩარტზე წარმოადგენს სასინჯ მუხტზე მოქმედი ძალის დამოკიდებულებას მათ შორის მანძილზე.
შეფასება-განმავითარებელი.
აქტივობა
№ 3 . მასწავლებლის ინტერაქტიული მინი- ლექცია(6წთ). ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით, ელექტრული ველის ძალწირების ორინტაციის შესწავლა;  მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით  შეისწავლონ ელექტრული ველის განაწილება სივრცეში ძალწირების დახმარებით.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვახსენებ ელ. ველის, როგორც მატერიალური გარემოს  ცნებას,ხოლო ველის განაწილებას სივრცეში შეისწავლიან ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით.შემომაქვს ძალწირის ცნება. სიმულაციით ვახდენ წალწირის მიმართულების დემონსტრირებას +დადებითი მუხტიდან  - უარყოფითი მუხტისაკენ და ვაყალიბებ ძალწირის თვისებებს.
შეფასება-განმავითარებელი.

აქტივობა 4  ძალწირების გამოსახვა;( 10წთ); ჯგუფური.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა ნახაზზე მოცემულ წერტილებში ზუსტად გამოსახონ ელ.ველის ძალწირის მიმართულებებიგაიაზრონ მხების ცნება, როგორც ელექტრული ველის მხრიდან მუხტზე მოქმედი ძალის მიმართულება.

აქტივობის აღწერა:  მოსწავლეების თითო ჯგუფს ეძლევა წითელი, ყვითელი და მწვანე ფურცლები. თითოეულ ჯგუფს ვაძლევთ ფლიპჩარტის ფურცელს, სადაც დახატულია ელ. მუხტები და მათ შორის აღნიშნულია წერტილები,ქაღალდის ფურცლებს და მაკრატელს, რათა თავად დამზადონ ვექტორები და გააფერადონ მათთვის სასურველი ფერით. ვაძლევ მითითება, რომ  აღნიშნლ წერტილებზე გაავლონ  ძალწირები, ხოლო ვექტორები  წებოვანი ქაღალდით მიამაგრონ ძალწირებზე( მოცემულ წერტილებში აჩვენონ  მხებები). მასწავლებელი მხოლოდ ფასილიტატორია, დასკვნები გამოაქვთ ბავშვებს. თითოეული ჯგუფიდან შპატელის მეთოდით-ჩხირებით   გამოძახებით, ერთი წევრი აკეთებს პრეზენტაციას. პრეზენტაციისას დანარჩენი ჯგუფები იყენებენ ცერს ან ფერად ფურცლებს, ეთანხმებიან თუ არა მოსაზრებას ან თავი შეიკავეს, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, გამოაქვთ საერთო დასკვნები. შეფასება: განმავითერებელ-განმსაზღვრელი.
აქტივობა 5. შეჯამება.(4წთ)
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილზე ნასწავლი მასალის სინთეზი  კითხვა პასუხის მეთოდით.
აქტივობის აღწერა: გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით მოსწავლეთა გამოკითხვა ახალი მასალის ირგვლივ თემის შეჯამების მიზნით.
მასწავლებლის თვითშეფასება-სტრატეგია,,ჩემოდანი, ნაგვის კალათა და ხორცის საკეპი მანქანა,,-(5წთ)
მოსწავლეებს ვურიგებთ მწვანე წითელ და ლურჯ წებოვან ქარალდებს, ვთხოვთ შეავსონ  ისინი: მწვანე ქაღალდზე დაწერონ რაც კარგად შეისწავლეს და რომელიც მას თან მიაქვს, რომლის გამოყენებასაც შემდგომში აპირებს, ­მიაწებონ ჩემოდანს. რაც მისი აზრით უსარგებლოა და ზედმეტი იყო მათთვის, წითელ ქაღალდზე დაწერონ და ნაგვის ყუთს მიაწებონ, ხოლო რაც ბუნდოვანი და გასარკვევი დარჩა, დაწერონ და ხორცის მანქანას მიაწებონ(თავიდან გადასამუშავებლად). შეუძლიათ ეს მათ გააკეთონ ანონიმურად.

შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება (შეფასების რუბრიკები თან ერთვის).
საშინაო დავალება: პარაგრაფი-4.3; ამოცანათა კრებული-გვერდი 85,  16.1 დან 16.7 ჩათვლით ამოცანები. ინტერნეტ რესურსი www.lemill.net ნახონ ვიდეოფილმი „ელ. ველის ძალწირები“. რეკომენდაციები    (3წთ).



No comments:

Post a Comment