Thursday, April 11, 2019


რეფლექსია

2018 წლის 12 დეკემბერს მე-11 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი თემაზე: მექანიკური ტალღები. განივი და გრძივი ტალრები.
გაკვეთილის მიზანი იყო, რომ კედელზე მიმაგრებული ზონრის მოძრაობაზე და შეკუმშულ ან გაჭიმულ ზამბარაზე დაკვირვებით, მოსწავლემ შეძლოს მექანიკური ტალღების დახასიათება, ერთმანეთისაგან განასხვაოს განივი და გრძივი ტალღები.  SIN და COS გრაფიკების გამოყენები გაიაზროს ტალღის სიგრძის ცნება, დედამიწის ქანების, კერძოდ კავკასიის მაგალითზე ახსნას სეისმური ტალღების წაროქმნის პირობები, სეისმომედეგობა.
  დაკვირვების, აღწერის, ანალიზის, შედარების  უნარ-ჩვევების განვითარება.
გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებით, ჩავატარე აღრიცხვა, მოსწავლეთა ორგანიზება მოვახდინე ჯგუფებში. მოსწავლეებს შევახსენე ქცევის წესები ჯგუფური მუშაობის დროს.მათ გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, შეფასების სქემები, რომლის მიხედვითაც მათ შევაფასებდი გაკვეთილის განმავლობაში.
გამოწვევის ფაზაში, წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მოსწავლეებს დავუსვი შეკითხები შემდეგ  თემებზე :სიჩქარის ფორმულა თანაბარი მოძრაობის დროს. მათემატიკიდან სინუსის და კოსინუსის გრაფიკები და მათი პერიოდები. დედამიწის ქანების აგებულება, მოვიშველიეთ გეოგრაფიის საკითხები კავკასიის ქანების აგებულების შესახებ.    ამ ცნებების გამეორებით მათ გავაკეთებინე მატემათიკასთან და გეოგრაფიასთან ცოდნის ტრასფერი. მოსწავლეებმა თავიანთი დამზადებული რესურსებით წარადგინეს საშინაო დავალება-ცდით ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც მათ მიერ დაწერილ ცდის ოქმებში დაამყარეს ვარაუდებსა და დასკვნებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. შეფასება გავაკეთე განმავითარებელიც და განმსაზღვრელიც.
შინაარსის რეალიზებაის ფაზაში, მოსწავლეთა უშუალო ჩართულობით, მოვახდინე გაკვეთილის თემის გაშლა, ვირტუალურ ლაბორატორიაში ცდებს ატარებდა მთელი კლასი, სადაც თავად შექმნეს განივი და გრძივი ტალღები.  გაკვეთილზე გამოიკვეთა მოსწავლეთა აქტიურობა და კრეატიულობა, რაც მათ მიერ ექსპერიმენტების ჩატარებით, მოდელებისა და მანიპულატივებისის გამოყენებით  გამოიხატა. ვფიქრობ, გაკვეთილის  მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეები გაეცნენ ტალღების ცნებას, თავად შექმნეს და მოახდინეს ტალღების დემონსტრირება კედელზე მიმაგრებული ძაფით, ჩაატარეს ვირტუალური ლაბორატორიის სიმულაციები, რითაც მათ შეძლეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და რეალიზება. შეიძინეს აზრის ჩამოყალიბების, მონაცემთა აღრიცხვის, ვარაუდის გამოთქმის, დასკვნების გამოტანის უნარები. ვფიქრობ ამ პატარა გაკვეთილით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი იქეთკენ, რომ თანამედროვე სკოლამ  შეძლოს გაზარდოს თავიანთ შესაძლობლებებში დარწმუნებული, ობიექტური თვითშეფასების მქონე თაობა.
  გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებსა და ჩემს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო, ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. მე ვაძლევდი ყოველი აქტივობისათვის საჭირო რესურსებს, ისინი ატარებდნენ ექსპერიმენტს, წერდნენ ცდის ოქმებს , აკეთებდნენ შედარებას.
რეფლექსიის ფაზაში შევაჯამე მიღებული ცოდნა, გავცვალეთ ბარათები, სადაც გვეწერა ჩვენი მოსაზრებები ამათუიმ საკითხის ირგვლივ- რა იყო საინტერესო, რა არ მოგვეწონა, რა ვერ გავიგეთ?  ჩემს ბარეთებში დავუწერე ინდივიდუალურად მათთვის განკუთვნილი შენიშვნები, რაც არ გამიხმოვანებია, ამით მე შევძელი შემდგომში მათი ნდობის მოპოვება--ეს კი შესანიშნავი გზაა იმ მიზნამდე, რასაც ,,ჩვენი საკეთებელი“ ჰქვია!
   კლასის მართვის, დისციპლინის მხრივაც პრობლემები ფაქტობრივად არ წარმოშობილა. მოსწავლეები ძირითადად იცავდნენ მათ მიერ შედგენილ ქცევის წესებს. სასწავლო დრო ფუჭად არ გამოგვიყენებია. გაკვეთილი იყო სახალისო და დინამიკური. მასში ყველა მოსწავლე იყო ჩართული. გაკვეთილის გეგმის მნიშვნელოვანი მოდიფიცირება არ მომიხდენია. დრო გავანაწილე ზუსტად.
 რას შევცვლიდი ამ გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარებისას? ძირითადად არაფერს..მაგრამ ნაკლებ დაძაბული ვიქნებოდი, თუ გავაერთიანებდი მეორე და მესამე აქტივობას, ამით დროის დაკარგვის შიში არ მექნებოდა, რამეთუ იგი მთელი გაკვეთილი თანმდევდა!
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, ა) მოსწავლეები თავად მივიდნენ საბოლოო მიზნამდე და გზადაგზა საკუთარი ხელით დამზადებულ რესურსებს იყენებდნენ,ყოველივე ეს ესადაგებოდა კონსტრუქტივისტული გაკვეთილის პრინციპებს, როცა მოსწავლე თავად აგებს თავის ცოდნას მასწავლებლის ფასილიტირებით.ბ) აქტიურად ვიყენებდი  ინტერნეტრესურსებს
.       ჩემი აღმოჩენა იყო საკმაოდ პასიური მოსწავლეების  მაქსიმალური ჩართულობა გაკვეთილზე-მე ეს შევძელი, თუმცა ადვილიც არ იყო. ვფიქრობ ეს თვალსაჩინოებებითა და ექსპერიმენტებით დატვირთულმა, სწორად დაგეგმილმა  გაკვეთილმა შემაძლებინა, მე მათ სახეზე კმაყოფილებას ვხედავდი. ეს კი მაძლევს საშუალებას ობიექტურად გავზომო საკუთარი წინსვალა, კრიტიკულად მიდგომით დავგეგმო შემდგომი გაკვეთილები.

                                                          ვ.აბუსელიძე

No comments:

Post a Comment