Thursday, April 11, 2019


რეფლექსია

2018 წლის 25 აპრილს მე-9 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი თემაზე:      პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ურთიერთგარდაქმნა. მექანიკური ენერგიის მუდმივობის კანონი.
გაკვეთილი ჩავატარე ,,შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდით, სადაც მოსწავლეს ,,დახურულ „ სივრცეში მიღებული ცოდნა გადმოაქვს ღია საგაკვეთილო სივრცეში და მასწავლებლის ფასილიტირებით ახერხებს საკითხის რაოდენობრივ აღწერას, ანალიზსა და სინთეზს.                                
გაკვეთილის მიზანი იყო, რომ სიმძიმის ძალის მოქმედებით ვარდნილი სხეულის მოძრაობაზე  დაკვირვებისას, მოსწავლემ თანმიმდევრულად აღწეროს პოტენციური ენერგიის კინეტიკურ ენერგიაში გადასვლა და პირიქით. დამოუკიდებლად ჩაატაროს ექსპერიმენტები და შეძლოს მონაცემთა დამუშავება და წარდგენა.
გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებით, ჩავატარე აღრიცხვა, მოსწავლეთა ორგანიზება მოვახდინე ჯგუფებში. მოსწავლეებს შევახსენე ქცევის წესები ჯგუფური მუშაობის დროს.მათ გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, შეფასების სქემები, რომლის მიხედვითაც მათ შევაფასებდი გაკვეთილის განმავლობაში.
გამოწვევის ფაზაში,  მოსწავლეებმა თავიანთი დამზადებული რესურსით, მაქსველის ქანქარათი მოახდინეს ენერგიათა ურთიერთგრდაქმნის დემონსტრირება. წარადგინეს საშინაო დავალება-გამოეთვალათ საკუთარი კინეტიკური ენერგია.  მათ მიერ დაწერილ ცდის ოქმებში დაამყარეს ვარაუდებსა და დასკვნებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. შეფასება გავაკეთე განმავითარებელიც და განმსაზღვრელიც.
შინაარსის რეალიზებაის ფაზაში, თითეულმა ჯგუფმა სხვადასხვა ფორმულისა და ექსპერიმენტის საშუალებით გამოთვალა სხეულის კინეტიკური და პოტენციური ენერგიები ქვევიდან ზევით და ზემოდან ქვევით მოძრაობისას. მოახდინეს მნიშვნელობათა შეჯამება და გააკეთეს დასკვნები, მოახდინეს პრეზენტირება,რითაც მათ შეძლეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და რეალიზება. მათ შეიძინეს აზრის ჩამოყალიბების, მონაცემთა აღრიცხვის, ვარაუდის გამოთქმის, დასკვნების გამოტანის უნარები.
.სწავლების პროცესი ჩემს გაკვეთილზე კვლევითი მიმართულებისა იყო და გულისხმობდა ახალი ცოდნის კონსტრუირებას მოსწავლეთა უშუალო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვაწარმოებდი სკაფოლდინგს. კლასში შევქმენი შემოქმედებით სასწავლო გარემო,  სადაც ვცდილობდი, რომ წარმომეჩინა მოსწავლეთა ძლიერი მხარეები.
დამოუკიდებელი  აზროვნების განვითარებისათვის, დიდი დრო დავუთმე პრობლემის ირგვლივ თავისუფალ აზროვნებასა და მსჯელობას.  წინა პლანზე წამოვწიე პიროვნების შემოქმედებითი მახასიათებლები.
გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებს მივეცი გონებრივი განტვირთვის საშუალება   --,,მოთელვით“ სავარჯიშოებ. ,,სახლში გავატან ფიქრ კლასში წამოჭრილი პრობლემის ირგვლივ. განმავითარებელ შეფასება გავაკეთე რუბრიკით-,,წერილები ვენესგან“- ბავშვების უმეტესობას, არ უყვარს, როცა მათი მიღწევების შესახებ(კარგია თუ ცუდი) ხმამაღლა ესაუბრებიან. ამიტომ მე მათ ბარათებზე დავუწერე  შენიშვნებ   თუ რეკომენდაციებ, რომელთაც შემდგომში გაითვალისწინებენ.
 გაკვეთილზე გამოვიყენე ისტ-ი, კერძოდ ვირტუალურ ლაბორატორია. სადაც მოსწავლეებმა თავად ჩაატარეს ცდები ,,სკეიტების პარკში“.
  გაკვეთილის პროცესში მოსწავლეებსა და ჩემს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო, ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას.  
რეფლექსიის ფაზაში შევაჯამე მიღებული ცოდნა, გავცვალეთ ბარათები, სადაც გვეწერა ჩვენი მოსაზრებები ამათუიმ საკითხის ირგვლივ- რა იყო საინტერესო, რა არ მოგვეწონა, რა ვერ გავიგეთ?  
   კლასის მართვის, დისციპლინის მხრივაც პრობლემები ფაქტობრივად არ წარმოშობილა. მოსწავლეები ძირითადად იცავდნენ მათ მიერ შედგენილ ქცევის წესებს. სასწავლო დრო ფუჭად არ გამოგვიყენებია. გაკვეთილი იყო სახალისო და დინამიკური. მასში ყველა მოსწავლე იყო ჩართული. გაკვეთილის გეგმის მნიშვნელოვანი მოდიფიცირება არ მომიხდენია.
 რას შევცვლიდი ამ გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარებისას? ძირითადად არაფერს..
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, ა) მოსწავლეები თავად მივიდნენ საბოლოო მიზნამდე და მასწავლებელი ვიყავი მეორეხარისხოვანი!
ჩემი აღმოჩენა იყო, საშინაო ცდებში პასიური მოსწავლეების მიერ უნალკოდ დამზადებული რესურსები, რომლებიც შემდგომ მუშაობაში გამოგვადგება. მე მათ მაღალი შეფასება დავუწერე.

                                                          ვ.აბუსელიძე

No comments:

Post a Comment