აბსტრაქტი
ჩემს მიერ IX კლასში
ჩატარებული გაკვეთილი
,, პოტენციური და
კინეტიკური
ენერგიების
ურთიერთგარდაქმნა.
მექანიკური
ენერგიის
მუდმივობის
კანონი”- კვლევლევაზეა ორიენტირებული.
საბაზო-საშუალო დონე, ესგ სტანდარტი ფიზ. IX. 5. .მოსწავლეს შეუძლია მექანიკური მუშაობისა და ენერგიის შესახებ
მსჯელობა . გაკვეთილის მიზანია
- სიმძიმის ძალის მოქმედებით ვარდნილი სხეულის მოძრაობაზე დაკვირვებისას,
მოსწავლემ თანმიმდევრულად აღწეროს
პოტენციური ენერგიის კინეტიკურ ენერგიაში გადასვლა და პირიქით. დამოუკიდებლად
ჩაატაროს ექსპერიმენტები და შეძლოს მონაცემთა
დამუშავება და წარდგენა. ეს გაკვეთილი მოსწავლეებს
განუვითარებს ისეთ უნარებს, რომელთა
საშუალებითაც მარტივად მოახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას, დასვამენ კითხვებს, განსაზღვრავენ
ექსპერიმენტის მსვლელობის ეტაპებს; გამოიტანებენ
დასკვნებს შესასწავლი საკითხის შესახებ.შეძლებენ გაიაზრონ, რა და როგორ
ისწავლეს. განუვითარდებათ სხვისი
აზრის პატივისცემისა და ფუნქციების
გადანაწილების უნარი. გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს პრიორიტეტული
გამჭოლი კომპეტენციების დაუფლებაში / წიგნიერება, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ა.შ./
გაკვეთილი დავგეგმე
მეთოდით-,,შებრუნებული საკლასო ოთახი,,. ამ მეთოდის
გამოყენებით, ,,არაპირდაპირი სწავლებით“, ვთხოვე
მოსწავლეებს სახლში თავად გამოეთვალათ საკუთარი
საშუალო კინეტიკური ენერგია. შემდეგ ეს გამოცდილება
კლასში, ჯგუფში
მუშაობის დროს გამოიყენა თითეულმა და სხვებსაც გაუზიარა. ჩატარებული
ექსპერიმენტითა და მათ
მიერ დამზადებული რესურსით -,,მაქსველის ქანქარათი“ დააკვირდნენ ენერგიების ურთიერთგარდაქმნას. დახურული სივრციდან(სახლი), უკვე ღია სივრცეში (საკლასო ოთახი), გამოვიყენე თანამშრომლობითი
სწავლების სტრატეგია- ჯგუფური მუშაობა. მათ ერთად ჩაატარეს
ექსპერიმენტები ვარდნილი
სხეულის კინეტიკური და პოტენციური ენერგიების
გამოსათვლელად და ამ ენერგიების
ურთიერთგარდაქმნის
აღმოსაჩენად, ერთმანეთს
გაუზიარეს თავიანთი
მოსაზრებები, შეარჩიეს გამოსათვლელი
ფორმულები, მე
კი გზადაგზა ვუწევდი ფასილიტირებას მინი ლექციით. ერთად
გამოვიყენეთ PHET
COLORADO-ს სიმულაციები ვირტუალური ლაბორატორიიდან, რითაც
შევძელი მათთვის უფრო საინტერესო და
ხალისიანი გამეხადა გაკვეთილი და მაქსიმალურად მიმეღწია
მიზნისათვის.
გაკვეთილზე მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილე იყო. ამას მოწმობს
მათ მიერ დაგეგმილი
და ჩატარებული
ექსპერიმენტები სახლში თუ საკლასო ოთახში,
ჯგუფური მუშაობისას ჩატარებული გამოთვლები, ვირტუალური ცდებით მიღებული შედეგები და გამოტანილი დასკვნები .
გაკვეთილი მიმდინარეობდა მოსწავლეთა შორის სოციალური ინტერაქციით. ბოლოს
დავუსვი კითხვები,
რის საშუალებითაც გაანალიზეს მიღებული ცოდნა, შეძლეს მისი სინთეზი და
მოვლენების სწორად შეფასება.
.სწავლების პროცესი
ჩემს გაკვეთილზე კვლევითი მიმართულების იყო და გულისხმობდა ახალი
ცოდნის კონსტრუირებას მოსწავლეთა უშუალო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვაწარმოებდი სკაფოლდინგს. ვცდილობდი
წარმომეჩინა მათი ძლიერი მხარეები. მივეცი გონებრივი
განტვირთვის საშუალება, ,,მოთელვითი“ სავარჯიშოები, ,,სახლში ვატან ფიქრს“ პრობლემის ირგვლივ. განმავითარებელი შეფასება გავაკეთე
რუბრიკით-,,წერილები ვენესგან“- ბავშვების უმეტესობას, არ უყვარს, როცა
მათი მიღწევების შესახებ(კარგია თუ ცუდი) ხმამაღლა
ესაუბრებიან. ამიტომ მე მათ ბარათებზე
დავუწერე შენიშვნები თუ რეკომენდაციები,
რომელთაც შემდგომში გაითვალისწინებენ. მეც დამიტოვეს ბარათები მათთვის საინტერესო, უინტერესო
და ბუნდოვანი საკითხების შესახებ, რომლებსაც შემდგომში გავითვალისწინებ!
No comments:
Post a Comment