Sunday, December 10, 2017

რეფლექსია

მიმდინარე წლის 16 მაისს მე-8 კლასში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე: გავლენით დაელექტროება. ელექტრული ველის ძალწირები.
გაკვეთილის მიზანი იყო, რომ მოსწავლემ ექსპერიმენტის გამოყენებით შეძლოს დამუხტულ სხეულთა ურთიერთქმედების კვლევა და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. მანიპულატივების გამოყენებით მოსწავლემ  შეძლოს სივრცეში ელექტრული ველის გრაფიკული გამოსახვა.
გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებით და მიზნის გაცნობით. მოსწავლეები წინასწარ დავსვი ჯგუფურად, 1-4 გათვლის პრინციპით, შემდეგ კი გადავაჯგუფე ნომრების მიედვით,ამას სხვა დროსაც ვაკეთებ, ამიტომ მაქსიმალურად მცირე დროში მოხდა გადაჯგუფება. წინარე ცოდნის გასააქტიურებლად დავსვი რამდენიმე კითხვა ელექტრული ველის, ელექტრული მუხტების, ვექტორებისა და მხების შესახებ. მოსწავლეებმა თავიანთი დამზადებული ხელსაწყოებით წარადგინეს საშინაო ცდით ჩატარებული კვლევის შედეგები.
გაკვეთილზე მკვეთრად იყო მოსწავლეთა ჩართულობა, აქტიურობა და კრეატიულობა, რაც მათ მიერ ექსპერიმენტების ჩატარებით, მოდელებისა და მანიპულატორების გამოყენებით  გამოიხატა. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეები გაეცნენ ძალწირების ცნებას, თავად შექმნეს და მოახდინეს ძალწირთა მიმართულებების დემონსტრაცია, ჩაატარეს ვირტუალური ლაბორატორიის სიმულაციები. გამოიკვლიეს ელექტრული ველის მხრიდან მუხტზე მოქმედი ძალის მანძილზე დამოკიდდებლება, პრეზენტირება,რითაც მათ შეძლეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და რეალიზება. ვფიქრობ ამ პატარა გაკვეთილით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი იმისკენ,რომ თანამედროვე სკოლამ გაზარდოს თავიანთ შესაძლობლებებში დარწმუნებული, ობიექტური თვითშეფასების მქონე თაობა.
ვფიქრობ, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებსა და ჩემს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო, ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. მოსწავლეებმა შეძლეს განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვა. კლასის მართვის, დისციპლინის მხრივაც პრობლემები ფაქტობრივად არ წარმოშობილა. მოსწავლეები ძირითადად იცავდნენ მათ მიერ შედგენილ ქცევის წესებს. სასწავლო დრო ფუჭად არ გამოგვიყენებია. გაკვეთილი იყო სახალისო და დინამიკური. მასში ყველა მოსწავლე იყო ჩართული.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ინტერნეტრესურსების გამოყენება, რაც მედიაწიგნიერების კომპეტენციას ავითარებს.
გაკვეთილის გეგმის მნიშვნელოვანი მოდიფიცირება არ მომიხდენია.
გაკვეთილის სუსტ მხარედ მიმჩნია დროის არასწორი გადანაწილება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას ვაძლევდი, განმსაზღვრელი შეფასებისთვის დრო აღარ დამრჩა. ასევე შეიმჩნეოდა ვექტორებისა და მხების შესახებ მწირი ცოდნა, კერძოდ ზოგიერთმა ძალწირზე მხები არასწორად მიამაგრა, ან ზოგიერთმა არ იცოდა ვექტორის ისარი საწყისი წერტილია თუ ბოლო. ვფიქრობ ეს ადრე უნდა გამეთვალისწინებინა და წინა გაკვეთილზე ან ჩვენი კლასის გვერდზე სოციალურ ქსელში წინასწარ ამ საკითხებზე მიმეცა განმარტებები ან მითითებები, ასე უკეთეს შედეგზე გავიდოდი, რამეთუ ამ გვერდს ამ მიზნით ხშირად ვიყენებ. ასევე შევეცდები შემდგომში მეტი ყურადღება დავუთმო მოსწავლეთა თვითშეფასებას.

                                                          ვ.აბუსელიძე
შეფასების სქემები

1 აქტივობა: საშინაო დავალების რუბრიკა.
       1-4 ქულა
       5-6 ქულა
         7-8 ქულა
        9-10 ქულა
დავალება უხარისხოდ აქვთ შესრულებული, უსისტემოდ აქვთ წარმოდგენილი.
ცდის ტექსტი ხარვეზებით აქვთ წარმოდგენილი, ცდა არ აქვს ახსნილი,ან დამზადებული აქვს ელექტროსკოპი, თუმცა უჭირს მოვლენის ახსნა
დამზადებული აქვს ელექტროსკოპი ან თოჯინა, შეუძლია ახსნას ცდის პროცესი, თუმცა უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს.
დამზადებული აქვს ელექტროსკოპი ან თოჯინა, შეუძლია რაოდენობრივად აღწეროს ცდის მსვლელობა და იპოვოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.

დანარჩენი აქტივობები:
 
    1-4 ქულა
     5-6 ქულა
    7-8 ქულა
   9-10 ქულა

ჩართულობა
არ მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად.
იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში.
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში.
აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი სეაქვს ყველა აქტივობაში.


თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს ან თანამშრომლობს ძალიან იშვიათად თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობს დროს.
იშვიათად თანამშრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.
ხშირად თანამსრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.
მუდმივად თანამშრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.


კვლევაზე დაფუძვნებული, ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილის გეგმა.

მასწავლებელი:  ვენერა აბუსელიძე
საგანი:  ფიზიკა
კლასი:   VIII
თემა: გავლენით დაელექტროება.
ელ. ველის ძალწირები.
დრო: 45წუთი
მოსწავლეთა პროფილი: 
20 ბავშვი. სსსმ ბავშვი არ გვყავს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ფიზ.
VIII. 7.    მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა. ატარებს ცდებს დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების შესასწავლად. აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს.
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლე ექსპერიმენტის გამოყენებით რაოდენობრივად იკვლევს დამუხტულ სხეულთა ურთიერთქმედებას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები. მანიპულატივების გამოყენებით მოსწავლემ  შეძლოს სივრცეში ელექტრული ველის გრაფიკული გამოსახვა.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
1.ორგვარი მუხტი. მუხტის თვისებები:
2. ელექტრული ველის ცნება:
3. ელექტროსკოპი და ელექტრომეტრი.
4. მხების ცნება მათემატიკიდან
5.ვექტორის ცნება მათემატიკიდან.
.სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძღვანელო, ელექტროსკოპი, ფლიპჩარტები,ქაღალდის ფურცლები და მარკერები, ფერადი ქაღალდები,  მაკრატელი, ძაფზე დაკიდებული ფოლგის ფირფიტა,პოლიეთილენის ბოთლი, შალის ქსოვილი, კომპიუტერი, პროექტორი,
Phet.kolorado-ვირტუალური ლაბორატორია.

აქტივობა № 1  საშინაო დავალების წარდგენა; (10 წთ); მოსწავლეთა გამოკითხვა ხდება „გამოსაძახებელი ჩხირებით“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა  შეძლონ თვითნაკეთი ელექტროსკოპისა და ,,მშიშარა,, თოჯინას საშუალებით, თანმიმდევრულად აღწერონ დამუხტული სხეულის მიახლოებისას ელექტროსკოპის ფურცლების გაშლის მექანიზმი.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვაკითხებ საშინაო დავალებას, სადაც გვაცნობენ საშინაო ცდით ჩატარებული კვლევის შედეგებს:- დამუხტული პოლიეთილენის ბოთლის მიახლოება ელექტროსკოპთან; ვნახულობთ ზოგიერთი მოსწავლის მიერ დამზადებულ ელექტროსკოპს.   დამუხტული ბუშტის მიახლოებისას თოჯინას თმების დაელექტროება(თმები ყალყზე დაუდგა), თუნუქის ქილის მოძრაობა დამუხტული სხეულის მიახლოებისას. ვუსვამ კითხვებს,რათა შეძლონ მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებიდან  სწორი დასკვნების გამოტანა.
. როგორ ხდება სხეულთა დამუხტვა?
.ჰქონდა თუ არა მუხტი ელექტროსკოპს თავიდან?
. როგორ ხდება დამუხტვა შეხებით და შეხების გარეშე?
შეფასება განმავითარებელ-განმსაზღვრელი.

აქტივობა
№ 2 : მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალაზე დაკვირვება;  (7 წთ);  წყვილები.
აქტივობის მიზანი: ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით და ექსპერიმენტზე დაკვირვებით  მოსწავლეები განიხილავენ და აღწერენ დამუხტულ სხეულთა შორის ურთიერთქმედების ძალის დამოკიდებულებას მათ შორის მანძილზე.
აქტივობის აღწერა: კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით, შევდივარ ვირტუალურ ლაბორატორიაში
Phet.colorado-ში და ვაჩვენებ სიმულაციას-ველში მოთავსებულ სხეულზე მოქმედი ძალის დამოკიდებულებას მანძილზე . მოსწავლეები ქმნიან მოდელს ,,დამუხტული,, ბურთულასა და კილიტას ფურცლის გამოყენებით და თითოეული ჯგუფი ფლიპჩარტზე წარმოადგენს სასინჯ მუხტზე მოქმედი ძალის დამოკიდებულებას მათ შორის მანძილზე.
შეფასება-განმავითარებელი.
აქტივობა
№ 3 . მასწავლებლის ინტერაქტიული მინი- ლექცია(6წთ). ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით, ელექტრული ველის ძალწირების ორინტაციის შესწავლა;  მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით  შეისწავლონ ელექტრული ველის განაწილება სივრცეში ძალწირების დახმარებით.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვახსენებ ელ. ველის, როგორც მატერიალური გარემოს  ცნებას,ხოლო ველის განაწილებას სივრცეში შეისწავლიან ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით.შემომაქვს ძალწირის ცნება. სიმულაციით ვახდენ წალწირის მიმართულების დემონსტრირებას +დადებითი მუხტიდან  - უარყოფითი მუხტისაკენ და ვაყალიბებ ძალწირის თვისებებს.
შეფასება-განმავითარებელი.

აქტივობა 4  ძალწირების გამოსახვა;( 10წთ); ჯგუფური.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა ნახაზზე მოცემულ წერტილებში ზუსტად გამოსახონ ელ.ველის ძალწირის მიმართულებებიგაიაზრონ მხების ცნება, როგორც ელექტრული ველის მხრიდან მუხტზე მოქმედი ძალის მიმართულება.

აქტივობის აღწერა:  მოსწავლეების თითო ჯგუფს ეძლევა წითელი, ყვითელი და მწვანე ფურცლები. თითოეულ ჯგუფს ვაძლევთ ფლიპჩარტის ფურცელს, სადაც დახატულია ელ. მუხტები და მათ შორის აღნიშნულია წერტილები,ქაღალდის ფურცლებს და მაკრატელს, რათა თავად დამზადონ ვექტორები და გააფერადონ მათთვის სასურველი ფერით. ვაძლევ მითითება, რომ  აღნიშნლ წერტილებზე გაავლონ  ძალწირები, ხოლო ვექტორები  წებოვანი ქაღალდით მიამაგრონ ძალწირებზე( მოცემულ წერტილებში აჩვენონ  მხებები). მასწავლებელი მხოლოდ ფასილიტატორია, დასკვნები გამოაქვთ ბავშვებს. თითოეული ჯგუფიდან შპატელის მეთოდით-ჩხირებით   გამოძახებით, ერთი წევრი აკეთებს პრეზენტაციას. პრეზენტაციისას დანარჩენი ჯგუფები იყენებენ ცერს ან ფერად ფურცლებს, ეთანხმებიან თუ არა მოსაზრებას ან თავი შეიკავეს, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, გამოაქვთ საერთო დასკვნები. შეფასება: განმავითერებელ-განმსაზღვრელი.
აქტივობა 5. შეჯამება.(4წთ)
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილზე ნასწავლი მასალის სინთეზი  კითხვა პასუხის მეთოდით.
აქტივობის აღწერა: გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით მოსწავლეთა გამოკითხვა ახალი მასალის ირგვლივ თემის შეჯამების მიზნით.
მასწავლებლის თვითშეფასება-სტრატეგია,,ჩემოდანი, ნაგვის კალათა და ხორცის საკეპი მანქანა,,-(5წთ)
მოსწავლეებს ვურიგებთ მწვანე წითელ და ლურჯ წებოვან ქარალდებს, ვთხოვთ შეავსონ  ისინი: მწვანე ქაღალდზე დაწერონ რაც კარგად შეისწავლეს და რომელიც მას თან მიაქვს, რომლის გამოყენებასაც შემდგომში აპირებს, ­მიაწებონ ჩემოდანს. რაც მისი აზრით უსარგებლოა და ზედმეტი იყო მათთვის, წითელ ქაღალდზე დაწერონ და ნაგვის ყუთს მიაწებონ, ხოლო რაც ბუნდოვანი და გასარკვევი დარჩა, დაწერონ და ხორცის მანქანას მიაწებონ(თავიდან გადასამუშავებლად). შეუძლიათ ეს მათ გააკეთონ ანონიმურად.

შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება (შეფასების რუბრიკები თან ერთვის).
საშინაო დავალება: პარაგრაფი-4.3; ამოცანათა კრებული-გვერდი 85,  16.1 დან 16.7 ჩათვლით ამოცანები. ინტერნეტ რესურსი www.lemill.net ნახონ ვიდეოფილმი „ელ. ველის ძალწირები“. რეკომენდაციები    (3წთ).



Saturday, December 2, 2017

ქართველი დედის ბლოგი

ტკივილიანი ტექსტით მიწევს ჩემი ბლოგის დაწყება..ჯერ ჩვენი საჯიშე ბიჭების დაღუპვა არ მოგვინელებია, იმ დაწყევლილ ლეოგრანდში რომ ,,მოკლა მუხანათურად გადამთიელმა,,(სხავა სიტყვას ვერ ვპოულობ) და დღეს კიდე ორი 11-ე კლასელი, სიცოცხლით სავსე ვაჟკაცი, ერთი მედლის კანდიდატი ყოფილა..ვაიმე შვილებო, ვუი თქვენს დედას!  საით მივექანებით, რატომ დადიან კაცისმკვლელები ქუჩაში თავისუფლად? გამოფხიზლდი შავებში ჩაცმულო საქართველო, გამოფხიზლდი, ,,სადა გყავს შენ, შვილი დასაკარგავი?!" გველვეშაპი დაგეპატრონა და სისხლს გწოვს, გაგაბრუა----- აღარ გიყვარს, აღარ განიცდი, არ გიხარია, უკვე არავინ ხარ, უემოციოვ!!! გასათავისუფლებელი ხაღ სასწრაფოდ!!! ღმერთო გამოაღვიძე ჩემი სამშობლო ამ უცნაური ძილისგან!